რა პირობით დათანხმდა ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობას

რა პირობით დათანხმდა ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობას

"მინ­და, კო­მი­სი­ის წევ­რებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რომ და­თან­ხმდნენ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და, ამა­ვე დროს, რთულ სამ­სა­ხურს. კო­მი­სია იმუ­შა­ვებს ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­ზე და ასე­ვე კო­მი­სი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რომ და­იხ­ვე­წოს და მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნი გახ­დეს. კო­მი­სი­ის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი იყო ნდო­ბა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქვთ, ასე­ვე ისიც, რომ ისი­ნი არ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან" - ამ გან­ცხა­დე­ბით წა­რუდ­გი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეწყ­ა­ლე­ბის ახა­ლი სა­ხელმწიფო კო­მი­სი­ა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: თა­მარ ხი­და­შე­ლი, ლია მუ­ხა­შავ­რი­ა, ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, მიტ­რო­პო­ლი­ტი მა­მა თე­ო­დო­რე, ეკა გი­გა­უ­რი, გი­ვი შაჰ­ნა­ზა­რი, კო­ტე ჯან­დი­ე­რი, ზვი­ად ქო­რი­ძე და ფსი­ქო­ლო­გი თეა გო­გო­ტიშ­ვი­ლი. საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ კო­მი­სი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ელე­ნე თევ­დო­რა­ძე შეც­ვა­ლა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის თე­მა იყო პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი შეწყ­ა­ლე­ბის აქ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც პა­ტიმ­რე­ბი ხში­რად შეწყ­ა­ლე­ბის კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით ხვდე­ბოდ­ნენ. რა იქ­ნე­ბა ამ­ჯე­რად, რის შეც­ვლა იგეგ­მე­ბა ამ პრო­ცეს­ში და რო­დის წა­რუდ­გენს ახა­ლი კო­მი­სია პრე­ზი­დენტს შე­საწყ­ა­ლე­ბელ პა­ტი­მარ­თა სი­ებს? -ამ სა­კითხ­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა შეწყ­ა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

-ალე­კო, უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­ი­ღე ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

-დე­ტა­ლებს ნუ მათ­ქმე­ვი­ნებთ, ამა­ზე ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბა თუ მაქვს, არც ვი­ცი. პრე­ზი­დენ­ტის­გან პი­რა­დად ნამ­დვი­ლად არ მი­მი­ღი­ა, მაგ­რამ მი­ვი­ღე მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან. მარ­თა­ლი­ა, ჩემ­გან პა­სუხს მა­შინ­ვე ითხ­ოვ­დნენ, მაგ­რამ ვთხო­ვე, ცო­ტა ხანს დავ­ფიქ­რდე­ბი-­მეთ­ქი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვა­რი დღე ვი­ფიქ­რე.

-გა­მო­დის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ად­ვი­ლად შე­ე­ლი­ე?

-არა, ბა­ტო­ნო, სა­ერ­თოდ არ შე­ვე­ლი­ე. ჩე­მი პი­რო­ბა იყო, რომ სამ­სა­ხურ­ში უნ­და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ასე რომ, მუ­შა­ო­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ა­შიც" ვაგ­რძე­ლებ და "ტფი­ლი­სის ჰამ­ქარ­შიც". ეს არ არის სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი, მე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ ვხდე­ბი. ჩე­მი პი­რო­ბა იყო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თვის თა­ვი არ უნ­და და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, ისი­ნი დამ­თან­ხმდნენ. ეს იყო ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ დავ­თან­ხმდი ამ­გვარ წი­ნა­და­დე­ბას. მი­მაჩ­ნი­ა, რომ სა­მუ­შაო ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო­ა.

-წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­დი. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ რა­ი­მე მსგავს წი­ნა­და­დე­ბას თუ ელო­დი?

-არა, არ ვე­ლო­დი, თა­ნაც არა­ნა­ირ სხვა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბას არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, ჩემ­გან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ დად­გე­ბა. მე ჩე­მი საქ­მე მიყ­ვარს, ჩემს "ამ­ქარ­ზე" ჭკუ­ას ვკარ­გავ. მოკ­ლედ, "ვერ გავ­ცვლი სალ­სა კლდე­ებ­სა, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ზე­და".

-რო­დის გეგ­მავს კო­მი­სია შე­საწყ­ა­ლე­ბელ პა­ტი­მარ­თა სი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას და რა ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა დე­ბუ­ლე­ბა­ში?

-ძა­ლი­ან ვეც­დე­ბით, რომ სი­ე­ბი სა­ა­ხალ­წლოდ მო­ვამ­ზა­დოთ. რაც შე­ე­ხე­ბა დე­ბუ­ლე­ბას, უკ­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ეს შეწყ­ა­ლე­ბა ძვე­ლი დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან სხვაგ­ვა­რად ვერ მო­ეს­წრე­ბა. დრო ცო­ტა გვაქვს. პა­ტიმ­რე­ბი ამ პრო­ცესს 23 ნო­ემ­ბრის­თვის, გი­ორ­გო­ბის­თვის ელოდ­ნენ. პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა და ახა­ლი კო­მი­სი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბის გა­მო ეს პრო­ცე­სი გა­და­ვად­და. ამი­ტო­მაც მე­ტად ვე­ღარ გა­ვა­ჭი­ა­ნუ­რებთ. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ უკ­ვე გვაქვს მო­საზ­რე­ბე­ბი დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა და მა­ლე ამა­საც წარ­ვუდ­გენთ პრე­ზი­დენტს, გა­ი­მარ­თე­ბა ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა. იქ არის რამ­დე­ნი­მე ორაზ­რო­ვა­ნი მუხ­ლი, რაც პრო­ცე­სის ბუნ­დოვ­ნად წარ­მარ­თვის საფ­რთხეს ქმნის. ზო­გი­ერ­თი მუხ­ლი კი სა­ერ­თოდ ისე­თი­ა, რომ ლა­მის აზრს უკარ­გავს კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ვფიქ­რობ, რომ ახა­ლი წლის შემ­დგო­მი შეწყ­ა­ლე­ბა უკ­ვე გას­წო­რე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა. მთა­ვა­რი­ა, დე­ბუ­ლე­ბის გას­წო­რე­ბით ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მკა­ფიო და გამ­ჭვირ­ვა­ლე გახ­დეს. ორაზ­როვ­ნე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს მით­ქმა-­მოთ­ქმა­სა და გა­უ­გებ­რო­ბებს.

-კო­მი­სი­ის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა უკ­ვე შე­იკ­რი­ბა?

-ერ­თი სა­მუ­შაო სხდო­მა უკ­ვე გვქონ­და და პრე­ზი­დენ­ტსაც შევ­ხვდით. მა­ლე სრუ­ლი დატ­ვირ­თვით შე­ვუდ­გე­ბით საქ­მეს. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაოა დაგ­რო­ვი­ლი, 600 საქ­მეა გან­სა­ხილ­ვე­ლი.

გვა­ინ­ტე­რე­სებ­და ქალ­ბა­ტონ ელე­ნე თევ­დო­რა­ძის აზ­რი კო­მი­სი­ის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მან კო­მენ­ტარ­ზე უა­რი თქვა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია