საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა

30 ნოემბერს რიგით მე-11 საბავშვო ფესტივალი გაიმართა, რომელიც კიევში, ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ჩატარდა. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს სახელით ჯგუფი The Smile Shop გამოდიოდა, რომლებმაც 91 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავეს.

რიგით მე-11 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი გაია კაუჩი გახდა. მან საკონკურსო სიმღერით The Start - 130 ქულა მოიპოვა.

უკრაინის წარმომადგენელმა სოფია ტარასოვამ, საკონკურსო სიმღერით We Are One - 121 ქულა და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბელორუსის კონკურსანტი ილია ვოლკოვი, საკონკურსო სიმღერით Poy so mnoy (Sing with me) მესამე ადგილზე აღმოჩნდა, 108 ქულით.

საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა The Smile Shop მეხუთე ადგილი დაიკავა, 91 ქულით.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

2013 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა კიევში, ხელოვნების ეროვნულ სასახლეში 30 ნოემბერს ჩატარდება და უკრაინის მაუწყებელმა (NTU) უმასპინძლა.

2013 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The Smile Shop, სიმღერით Give me your Smile სცენაზე მე-9 ნომრად გამოვიდა. ჯგუფთან The Smile Shop პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა.

ელენე მეგრელიშვილმა კიევის ხელოვნების ეროვნული სასახლიდან, ევროპას საქართველოს ხმის მიცემის შედეგები გააცნო.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა, წელს კი კონკურსში მეშვიდედ მონაწილეობდა.

2007 წელს როტერდამში მარიამ რომელაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა;

2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვა;

2009 წელს კიევში ჯგუფმა "პრინცესები" მეექვსე ადგილი დაიკავა;

2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით "მარი–დარი" მეოთხე ადგილი დაიმსახურა;

2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდიმ", სიმღერით Candy Music გამარჯვება მოიპოვა;

2012 წელს საბავშვო ევროვიზიაზე ჯგუფმა The FunKids, სიმღერით Funky Lemonade მეორე ადგილი დაიმსახურა;

2013 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო ჯგუფმა The Smile Shop წარადგინა.

მე-11 საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება