კოსმეტიკის საშუალებები, რომლებიც კიბოს იწვევენ

კოსმეტიკის საშუალებები, რომლებიც კიბოს იწვევენ

კოსმეტიკის ყოველგვარი საშუალება, ბრენდის პოპულარობის და ფასის მიუხედავად, მავნეა ქალის ჯანმრთელობისთვის. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ქალის ორგანიზმზე კოსმეტიკური საშუალებების გავლენა შეისწავლეს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ კანისა და ლორწოვანი გარსის გავლით ქალის სხეულში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში ილექება. ამიტომ კოსმეტიკის რეგულარული მოხმარება მავნე ნივთიერებებით მოწამვლის რისკებს ზრდის.

საფრთხე ემუქრებათ არა მარტო ქალებს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც სისტემატურად მოიხმარენ შამპუნს, გელსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს, ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ.

ყველაზე ხშირად კოსმეტიკის აქტიურ მომხმარებლებს დერმატოლოგიური დაავადებები უვითარდებათ. უღიზიანდებათ ლორწოვანი გარსი, ყველაზე საშიში კი ავთვისებიანი სიმსივნეა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მავნეა დეოდორანტები, რომლებიც კანცეროგენებს, მათ შორის ალუმინის მარილებს შეიცავენ. მათ შეიძლება ქალის ორგანიზმში სარძევე ჯირკვლების კიბო გამოიწვიონ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს