ქალი, რომელმაც მეზობელს ვალი არ დაუბრუნა, ბრბომ ცოცხლად დაწვა

ქალი, რომელმაც მეზობელს ვალი არ დაუბრუნა, ბრბომ ცოცხლად დაწვა

გვატემალაში დაახლოებით 250 ადამიანმა ცოცხლად დაწვა ქალი, რომელმაც მეზობელს ვალი არ დაუბრუნა.

პოლიციის ინფორმაციით, საუბარი ეხება კარგად მოფიქრებულ და მომზადებულ დანაშაულს, რადგან მკვლელებმა ქალაქ სან-ხუან-საკატეპეკესში შესასვლელი ბარიკადებით გადაკეტეს, რომ ადგილზე სამართალდამცავები არ დაეშვათ.

განრისხებულმა ბრბომ ქალის სახლს ალყა შემოარტყა. ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლში შეცვივდნენ და 42 წლის დიასახლისი გარეთ გამოიყვანეს, ცემეს და დაწვეს. დამნაშავენი ძირითადად მამაკაცები იყვნენ, რომელთაც სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

არსებული ინფორმაციით, ასეთი სასტიკი მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა, რომელსაც მსხვერპლი მეზობელს დიდი ხნის მანძილზე არ უბრუნებდა.

ე.წ ლინჩის სასამართლოები გვატემალაში გავრცელებულია. მთავრობის ინფორმაციით, ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანაში ერთ თვეში ლინჩის წესით 47 ადამიანი გაასამართლეს.

მომზადებულია El Confidencial-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა