პუტინი: რუსეთი არ აპირებს ამიერკავკასიიდან წასვლას

პუტინი: რუსეთი არ აპირებს ამიერკავკასიიდან წასვლას

რუსეთს განზრახული აქვს თავისი პოზიციების განმტკიცება ამიერკავკასიაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მესამე საერთაშორისო რუსულ-სომხურ ფორუმზე. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" წერს.

"რაც შეეხება ამიერკავკასიას, რუსეთი აქედან წასვლას არასდროს აპირებდა, პირიქით, ჩვენ ვაპირებთ საკუთარი პოზიციები გავამყაროთ კავკასიაში",- განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანება  "სერიოზულად გაამყარებს მის ეკონომიკურ პოტენციალს".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა