დავით ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

დავით ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ახმეტაში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილის, დავით ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შემთხვევა 30 ნოემბერს, საღამოს მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის მიზნით შემთხვევის ადგილზე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ლორთქიფანიძეების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათი გადაკეტილი იყო. გადამოწმებული ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდართან დაკავშირებით, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური და არც თავად დავით ლორთქიფანიძე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დავით ლორთქიფანიძის და მისი ძმის გია ლორთქიფანიძის (შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვანო მერაბიშვილის მეგობარი) სახელი ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე ძმასთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად შეაიარაღებული ჯგუფის შექმნას, ჯგუფის წევრების წვრთნას, ცხოვრებას, უსაფრთხოებას, საქართველოს გავლით რუსეთში გადასასვლელად კორიდორის მიცემის დაპირებას და ა.შ ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია მოხდა, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები იყვნენ. სპეცოპერაციის შედეგად გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა შსს სპეციალური დანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი და 1 სამხედრო ექიმი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა