მოძღვარი: ლოთობა არის დასაცინი სნეულება, ნებაყოფლობითი სიშმაგე

მოძღვარი: ლოთობა არის დასაცინი სნეულება, ნებაყოფლობითი სიშმაგე

ღვი­ნო საღ­მ­რ­თო საქ­მეა, ხო­ლო სიმ­თ­ვ­რა­ლე - ეშ­მა­კი­საო. სწო­რედ ამ მძი­მე, და საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ცოდ­ვის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და იოანე ღვთის­მეტყ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მოძღ­ვარს, დე­კა­ნოზ კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძეს:

- მემ­თ­ვ­რა­ლე­ო­ბა მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვაა და სამ­წუ­ხა­როდ, ის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბი­სათ­ვის უცხო სუ­ლაც არ არის. ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს საზ­ვე­რე­ე­ბი, რო­მელ­თა გავ­ლაც ადა­მი­ა­ნის სულს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უწევს. ერთ-ერთ საზ­ვე­რეს მემ­თ­ვ­რა­ლე­ო­ბის საზ­ვე­რე ჰქვია და იქ დაბ­რ­კო­ლე­ბა ექ­მ­ნე­ბა ყვე­ლა მემ­თ­ვ­რა­ლეს: ლოთს, ნარ­კო­მანს, ტოქ­სი­კო­მანს და ა.შ. ღვი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­ღ­ვ­ნის შემ­დ­გომ და­იწყო, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ნამ­დეც უამ­რავ ცოდ­ვას სჩა­დი­ოდ­ნენ, ეს ნიშ­ნავს, რომ ღვი­ნო კი არ არის ცუ­დი, არა­მედ მი­სი უზო­მოდ მი­ღე­ბა და ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ანუ - ურ­ჯუ­ლო­ე­ბი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სიმ­თ­ვ­რა­ლე­ში ადა­მი­ან­მა ისე­თი რამ ჩა­ი­დი­ნოს, რა­საც ფხი­ზე­ლი გულ­შიც კი არ გა­ივ­ლებ­და. იმ­დე­ნად მძი­მე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე უზო­მოდ მი­ღე­ბულ ალ­კო­ჰო­ლურ სას­მელს. თა­ვად ღვი­ნო ხომ უდი­დე­სი სი­კე­თი­სათ­ვის არის შექ­მ­ნი­ლი - მი­სით აღეს­რუ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნის მად­ლ­მო­სი­ლი სა­ი­დუმ­ლო - ზი­ა­რე­ბა. ფსალ­მუნ­ში წე­რია: "ღვი­ნოი ახა­რებს გულ­სა კა­ცი­სა­სა..." პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი კი ამ­ბობს: "ნუ და­ით­ვ­რე­ბით ღვი­ნი­თა, რომ­ლი­თა არს სი­ბილ­წე". ლო­თო­ბა მან­კი­ე­რე­ბაა და ეს სუ­ლაც არ არის ღვი­ნის ბრა­ლი, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნის და­ნა­შა­უ­ლია, ვინც სას­მელს უზო­მოდ ეტა­ნე­ბა. მემ­თ­ვ­რა­ლე­ო­ბა იპყ­რობს კა­ცის გო­ნე­ბას, ხო­ლო შემ­დეგ ისე ით­რევს მის აზ­რებ­სა და სიტყ­ვა-პა­სუხს, რომ იგი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვი­საც კი მი­უ­ღე­ბე­ლი და სა­ზა­რე­ლი ხდე­ბა. ლო­თო­ბა არის უბე­დუ­რე­ბა, და­სა­ცი­ნი სნე­უ­ლე­ბა, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სიშ­მა­გე, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მხო­ლოდ ზი­ა­ნი მო­აქვს და სხვა - არა­ფე­რი. ეს მა­შინ, რო­ცა ღვი­ნის ზო­მი­ე­რად და­ლე­ვას ჩვე­ნი ეკ­ლე­სია არა­ვის უშ­ლის და უკ­რ­ძა­ლავს.

- ზო­გი­ერ­თე­ბი და­ლე­ვას მო­საწყე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბი­სა­გან გაქ­ცე­ვის ერთ-ერთ გზად, სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. რას ურ­ჩევ­დით ამ ადა­მი­ა­ნებს?

- მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ცხო­ნე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბაა, ბო­რო­ტი ძა­ლა კი ცხო­ნე­ბა­ში მუ­დამ უშ­ლი­და და ახ­ლაც ხელს უშ­ლის ადა­მი­ანს. თუ ქრის­ტი­ა­ნი წინ არ აღუდ­გე­ბა მტრის ხრი­კე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ყვე­ლა პრობ­ლე­მას და არ ივაჟ­კა­ცებს, მა­შინ რო­გორ­ღა ცხონ­დე­ბა? ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა­გან გაქ­ცე­ვა ბრძო­ლის ვე­ლის მი­ტო­ვე­ბას ჰგავს და ასეთ მე­ო­მარს მტრის მახ­ვი­ლი ზურ­გ­ში ეწე­ვა ხოლ­მე. უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ლო­თო­ბა და ნარ­კო­მა­ნია უმუ­შევ­რო­ბი­სა და უქ­მად ყოფ­ნის ბრა­ლია. სა­ერ­თოდ, უქ­მად ყოფ­ნი­სას ადა­მი­ანს უამ­რა­ვი სხვა ცოდ­ვაც იპყ­რობს, ამი­ტომ, ნუ და­ვე­ლო­დე­ბით იმას, რომ ვი­ღა­ცამ შეგ­ვიქ­მ­ნას სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, ჩვენ თვი­თონ არ უნ­და გავ­ჩერ­დეთ უსაქ­მოდ, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და ვიღ­ვა­წოთ და ვიშ­რო­მოთ. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ უქ­მად ყოფ­ნას უჯა­მა­გი­როდ შრო­მა სჯო­ბია, რად­გან საქ­მის კე­თე­ბით კარს ვუხ­შობთ ბო­როტ აზ­რებ­სა და ჩვენს გულ­ში მი­მა­ლულ მან­კი­ე­რე­ბებს. უქ­მად ყოფ­ნა ისე­დაც მძი­მე ცოდ­ვაა, ადა­მი­ან­მა მას კი­დევ ლო­თო­ბაც რომ არ და­ა­მა­ტოს. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი სუ­ლი­ე­რი ომია და რო­გორც ხი­ლულ ომ­ში, ასე­ვე აქაც, ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მუ­ზა­რა­დი, ჯაჭ­ვის პე­რან­გი, ერ­თი სიტყ­ვით, სუ­ლი­ე­რი აბ­ჯა­რი. ამ აბ­ჯარს მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და ქრის­ტი­ა­ნულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვაძ­ლევს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ ამ ყო­ვე­ლი­ვეს მორ­ჩი­ლე­ბა, თავ­მ­დაბ­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლიც თან ახ­ლავს. მემ­თ­ვ­რა­ლე­ო­ბა მარ­თ­ლაც უბო­რო­ტე­სი სე­ნია და მი­სი ერთ-ერ­თი სა­ხე­ო­ბაა ნარ­კო­მა­ნია. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო ისე გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ჩვენს დრო­შია. სულ ახა­ლი და ახა­ლი სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბი შე­მო­აქვთ, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ აჩ­ლუნ­გე­ბენ და სპო­ბენ ადა­მი­ანს. ასე­უ­ლო­ბით დან­გ­რე­უ­ლი ოჯა­ხი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი, გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი შთა­მო­მავ­ლო­ბა, გავ­სე­ბუ­ლი ცი­ხე­ე­ბი... ნუ­თუ ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოა?!

- მა­მაო, ალ­ბათ მრევ­ლ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც დაძ­ლი­ეს ეს ცოდ­ვა, გა­მოს­წორ­დ­ნენ და მარ­თალ გზას და­ად­გ­ნენ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ამ მან­კი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვას, ადა­მი­ა­ნი ამას მარ­ტო უკ­ვე ვე­ღარ ახერ­ხებს, უძი­რო ჭა­ობ­ში კის­რამ­დე ჩაფ­ლულს, დამ­ხ­მა­რე სჭირ­დე­ბა და ეს დამ­ხ­მა­რე არის ღმერ­თი. მეც ვი­ცი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე ამ ცოდ­ვა­ში იყ­ვ­ნენ ჩაფ­ლუ­ლი, მაგ­რამ გა­მოს­წორ­დ­ნენ და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და­იწყეს. თუმ­ცა, გა­მოს­წო­რე­ბულ­თა პრო­ცენ­ტი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, მით უმე­ტეს ქა­ლებ­ში, მაგ­რამ ისი­ნი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ინც არი­ან. ესე­ნი არი­ან ჭეშ­მა­რი­ტად სუ­ლით ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც შე­იც­ნეს უფა­ლი და ზოგ­მა მი­სი სიყ­ვა­რუ­ლით და ზოგ­მაც - ჯო­ჯო­ხე­თის ში­შით, სძლია ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ქრი­ს­ტი­ა­ნუ­ლი, მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბის გზა აირ­ჩია.

- რა შე­იძ­ლე­ბა ვუთხ­რათ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც სმას ხში­რად თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მი­ბაძ­ვით იწყე­ბენ?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა. სხვამ ნაკ­ლე­ბად თუ იცის ისე­თი პა­ტი­ვის­ცე­მა ვა­ზი­სა, რო­გო­რიც ქარ­თ­ველ­მა კაც­მა. ამა­ვე დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლო პუ­რის სამ­შობ­ლო­ცაა და არც ერ­თი ჯი­შის პუ­რი არ შე­ედ­რე­ბა ჩვენს პურს, რო­მელ­საც სხვა­თა შო­რის, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ჭირ­ნა­ხულს უწო­დე­ბენ. უდი­დე­სი შრო­მი­თა და ოფ­ლით მოჰ­ყავ­დათ ქარ­თ­ვე­ლებს ეს ორი ღვთი­უ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც შემ­დეგ უფ­ლის სა­კურ­თხე­ველ­ზე ქრის­ტეს სის­ხ­ლად და ხორ­ცად სწი­რავ­დ­ნენ. დი­დე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ქე­ი­ფი, მაგ­რამ სი­ბილ­წეა დათ­რო­ბა. წმინ­და გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სი (ქი­ქო­ძე) სა­აღ­დ­გო­მო ქა­და­გე­ბა­ში მო­უ­წო­დებ­და მრევლს, რომ დღე­სას­წა­ულ­თა დღე­სას­წა­უ­ლი - ქრის­ტეს აღ­დ­გო­მა, ეზე­ი­მათ, ემ­ხი­ა­რუ­ლათ, ექე­ი­ფათ, მაგ­რამ არ დამ­თ­ვ­რა­ლიყ­ვ­ნენ. ჩე­მო ძვირ­ფა­სო ახალ­გაზ­რ­დე­ბო! და­ფიქ­რ­დით, ვი­სი გო­რი­სა­ნი ხართ, რო­გორ იყე­ნებ­დ­ნენ ღვი­ნოს თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, სუფ­რის რო­გო­რი კულ­ტუ­რა ჰქონ­დათ, შე­ა­და­რეთ ერ­თ­მა­ნეთს წარ­სუ­ლი და აწ­მ­ყო, სიწ­მინ­დე და სი­ბილ­წე და სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი თვი­თონ გა­ა­კე­თეთ! ღმერ­თი შე­გე­წი­ოთ ამ ურ­თუ­ლეს სუ­ლი­ერ ბრძო­ლა­ში!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია