რა დამსახურებისთვის გადასცა ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა გიგა ნასარიძეს

რა დამსახურებისთვის გადასცა ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა გიგა ნასარიძეს

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენები დიდი რაოდენობით ჩამოარიგა. ზოგიერთი ცნობილი სახის შესახებ ეს ინფორმაცია ბევრად ადრე გასაჯაროვდა, ზოგიერთის ორდენის შესახებ კი მოგვიანებით შევიტყვეთ და მათ შორის გახლდათ გიგა ნასარიძე.

გიგა საზოგადოებამ იუმორისტული გადაცემებიდან გაიცნო, თუმცა მოგვიანებით იუმორს პოლიტიკა არჩია და ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთგულ მხარდამჭერად იქცა. ხშირად ესწრებოდა მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს, აძლევდა ინტერვიუებს, იყო შემთხვევები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ღირსების ორდენი მასაც ერგო, თუმცა პრეზიდენტს მისთვის პირადად არ გადაუცია. მასაც, როგორც სხვებს, ამის შესახებ წერილობით აცნობეს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დავურეკეთ, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურ კითხვასაც ვერ ავცდით.

- გიგა, რა დამსახურებისთვის დაგაჯილდოვათ პრეზიდენტმა ღირსების ორდენით?

- ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ რაღაც მცირე მაინც გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის და ორდენი გადმომცა. სავარაუდოდ, ეს ჩემს საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეხება.

- საპარლამენტო არჩევნებამდე ორგანიზაცია ''საქართველო არ იყიდება'' დააფუძნეთ. საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ამას გულისხმობთ?

- არა მგონია, რადგან, სამწუხაროდ, ამ პროექტმა ვერ მოუტანა ჩემს ქვეყანას ის შედეგი, რაზეც გათვლილი იყო და ვერ ააცილა ის, რაც შემდეგ საქართველოში მოხდა. მე ძალიან ბევრ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში ვმონაწილეობდი. 2008 წლის პირველი სექტემბრის ჯაჭვის აქციის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ვიყავი. ასევე ბევრი პროექტი მქონია, გარდა პროექტისა ''საქართველო არ იყიდება''. ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ქვეყნისთვის რაღაც გამიკეთებია და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია