ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ჩალაუბანში, საპატრულო პოლიციის საგუშაგოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სიღნაღიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრავმა მსუბუქმა ავტომობილმა თბილისი-გურჯაანის მიმართულებით მოძრავ "კამაზს" გზა გადაუჭრა.

მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მსხდომი 2 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი და 2 მგზავრი კი მძიმე მდგომარეობით გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს.

წყარო: speqtri.ge

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა