ორლანდო ბლუმი ლივ ტაილერს ხვდება

ორლანდო ბლუმი ლივ ტაილერს ხვდება

სანამ მსახიობ ორლანდო ბლუმის ყოფილი ცოლი, მოდელი მირანდა კერი ავსტრალიელ მილიარდერთან ერთობა, მსახიობმა ძველი მეგობრის, ლივ ტაილერის მკლავებში ჰპოვა შვება.

დასავლურ პრესას თუ დავუჯერებთ, ორლანდომ ლივ ტაილერთან შეხვედრა დაიწყო.

ბროდვეიზე წარმოდგენის "გოდოს მოლოდინში" დროს, წყვილი პაპარაცებმა გამოიჭირეს. შეყვარებულები ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ და თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. შემდეგ ისინი ნიუ-იორკის რესტორანშიც შენიშნეს.

ლივ ტაილერმა და ორლანდო ბლუმმა ერთმანეთი ფილმ "ბეჭდების მბრძანებელზე" მუშაობისას გაიცნეს. მას შემდეგ დღემდე ისინი მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

ამ დღეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლუმი ქორწინების გადარჩენას აპირებს, მაგრამ მირანდა კერიმ უკვე ახალი რომანი გააბა და უიღბლო ქორწინების სწრაფად დავიწყებას ცდილობს. მისი რჩეული ავსტრალიელი მილიარდერი, 46 წლის ჯეიმს პაკერია.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება