შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს

შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს

ექსპერტებმა შვედ მშობლებს 3 თვემდე ჩვილის ლოგინში ჩაწვენა აუკრძალეს, რადგანაც ამან შესაძლოა პატარას უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.

ქვეყანაში ბავშვისთვის მშობლების ლოგინის გაზიარება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მეცნიერები მშობლებს სთხოვენ, ეს პრაქტიკა დაივიწყონ.

"მნიშვნელოვანია 3 თვემდე ბავშვი საკუთარ ლოგინში იწვეს. აუცილებელია პატარამ კვამლით, ან ალკოჰოლით გაჟღენთილი ჰაერი არ ისუნთქოს", - ამბობს მკვლევარი კერსტინ ნორდსტრენდი.

SIDS - ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი დღემდე ამოუხსნელ ფენომენად ითვლება. ამ სინდრომის დროს პატარა სრულიად მოულოდნელად ძილში კვდება. გაკვეთისას ექიმები ვერასდროს სვამენ ზუსტ დიაგნოზს, კონკრეტულად რის გამო გარდაიცვალა ჩვილი - სწორედ ამიტომ, ამ სინდრომს ხშირად ლოგინის სიკვდილსაც უწოდებენ. სინდრომის პრევენციისთვის არსებობს რამდენიმე სტრატეგია: პატარა ზურგზე დააწვინოთ და არ გამოიყენოთ მოშვებული ქვეშაგები.

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში წერია -უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილთა ანალიზისას გაირკვა, რომ გარდაცვლილთა 22%-ს მშობლის ლოგინში ეძინა.

მომზადებულია menafn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს