ყვე­ლა­ზე ქა­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ყვე­ლა­ზე ქა­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას, რომ დრო­ა, სა­ქარ­თვე­ლომ ქა­რის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწყ­ოს. თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე ამ სა­კითხს ცო­ტა არ იყოს, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს:

- ისე­თი ად­გი­ლე­ბი უნ­და შე­ირ­ჩეს, სა­დაც ქა­რი მუდ­მი­ვად ქრის, თა­ნაც, მი­სი სიჩ­ქა­რე წამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 მეტ­რი მა­ინც უნ­და იყოს. ამა­ვე დროს, ქა­რის სად­გუ­რებს თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბიც აქვს: პირ­ვე­ლი, ეს არის სპე­ცი­ფი­კუ­რი ხმა­უ­რი, რო­მე­ლიც მათ მუ­შა­ო­ბას თან ახ­ლავს და მე­ო­რე - იმ ზო­ნა­ში ადა­მი­ა­ნი სხვას ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს, რად­გან ქა­რის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ად­გი­ლებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ხი­ფა­თო­ა. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს მე­სა­მე და მთა­ვა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბაც - საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბას ახ­ლავს - ის სამ­ჯერ უფ­რო ძვი­რი ჯდე­ბა, ვიდ­რე ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა. თუ ქვე­ყა­ნას საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი აქვს, ქა­რის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა არას­წო­რი­ა, მაგ­რამ თუ ჰიდ­რო­რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ეკო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს ქმნის, მა­შინ უკ­ვე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მო­ი­ძებ­ნოს. ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო ეკო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი, თუ იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტი­ა, რომ ბუ­ნე­ბას მი­ნი­მა­ლურ ზა­რალს მი­ა­ყე­ნებს, ყო­ველ­თვის ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის აშე­ნე­ბა ჯო­ბი­ა. ალ­ბათ ცუ­დი არ იქ­ნე­ბა, რომ ერ­თი­-ო­რი ქა­რის სად­გუ­რიც აშენ­დეს, თუმ­ცა მა­თი მშე­ნებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა - ერ­თი მე­გა­ვა­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

- რო­გორც ამ­ბობთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტაა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ქა­რი მუდ­მი­ვად ქრის.

- სხვა­თა შო­რის, ერ­თ-ერ­თი ასე­თი ად­გი­ლი ქუ­თა­ის­ში­ა: პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ად­გილ­ზე ქა­რის სად­გუ­რი რომ აე­შე­ნე­ბი­ნათ, მშვე­ნივ­რად იმუ­შა­ვებ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ვხუმ­რობ, მაგ­რამ ამ ძვე­ლ და ლა­მა­ზ ქა­ლა­ქში 365 დღი­დან სა­მა­სი ქა­რი­ა­ნი­ა. ასე­თი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­გა­ნაც მო­ი­ძებ­ნე­ბა - სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზღვის­პი­რა ზოლ­ში, და­სავ­ლე­თ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში და ა.შ. მაგ­რამ აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რა მან­ძი­ლია იქი­დან და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტამ­დე, ან რო­გორ უნ­და მო­ხერ­ხდეს ენერ­გი­ის გა­და­ცე­მა - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სას­წავ­ლი­ა. ქა­რის რე­სურ­სი ჩვენ მარ­თლაც გვაქვს, მაგ­რამ ქა­რის სად­გუ­რის აშე­ნე­ბამ­დე ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და გარ­კვე­უ­ლი სიფ­რთხი­ლეა სა­ჭი­რო.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია