და­აკ­ლდე­ბათ თუ არა მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­ფა­სი

და­აკ­ლდე­ბათ თუ არა მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­ფა­სი

მო­მა­ვალ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სხვა აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­მა­ვალ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე? ­უცხო ენის გა­მოც­დას ­მარ­თლა ემა­ტე­ბა "მოს­მე­ნა"? ამ­ბო­ბენ, რომ ინ­გლი­სურ ენა­ში მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი იწე­რე­ბა და ამით გა­მოც­დას არ­თუ­ლე­ბენ.

- გარ­თუ­ლე­ბას­თან ამას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს. საქ­მე ისა­ა, რომ აქამ­დე არ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უცხო ენის 4 კომ­პე­ტენ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით - წე­რა, კითხ­ვა, მოს­მე­ნა და სა­უ­ბა­რი - შე­ვა­მოწ­მოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­ერ მოს­მე­ნი­ლი ტექ­სტის გა­გე­ბა-­გა­აზ­რე­ბის უნა­რი. აქამ­დე მხო­ლოდ წე­რა-­კითხ­ვას ვა­მოწ­მებ­დით, რი­სი მი­ზე­ზიც ის არის, რომ ქვეყ­ნის ყვე­ლა სკო­ლა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, ვერ ხერ­ხდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სა­თა­ნა­დო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მა­სა­ლით, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. ამ მი­ზე­ზით­ვე, დღემ­დე, უცხო ენა­ში კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი, სხვა საგ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, და­ბა­ლია - 20 პრო­ცენ­ტზე მე­ტი. ამას­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით "მოს­მე­ნას" მცი­რე წო­ნა ექ­ნე­ბა უცხო ენის 100-ქუ­ლი­ან ტეს­ტში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ტექსტს, მაქ­სი­მუმ, 12 წუ­თი მო­უს­მე­ნენ­ და კითხ­ვებს ამის მი­ხედ­ვით უპა­სუ­ხე­ბენ, ტექ­სტის ორ­ჯერ მოს­მე­ნა და პა­სუ­ხე­ბის შეს­წო­რე­ბაც შე­ეძ­ლე­ბათ.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია პე­და­გოგ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ ელით ხელ­ფა­სე­ბის დაკ­ლე­ბა იმ პე­და­გო­გებს, რომ­ლებ­საც გა­მოც­დე­ბი უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ?

- მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის სქე­მა იც­ვლე­ბა, დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მა­ლე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა­ა; ჩვე­ნი ცენ­ტრი ამ სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი­ა, შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა უნ­და შევ­ქმნათ - მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც შე­ფას­დე­ბა. ა­ხა­ლი სქე­მით პე­და­გოგს ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლის მო­ტი­ვა­ცია ექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც გა­მოც­დე­ბი უკ­ვე ჩა­ა­ბა­რა, თი­თო­ე­ულ ჩა­ბა­რე­ბულ გა­მოც­დას თა­ვი­სი წო­ნა ექ­ნე­ბა, არც ხელ­ფა­სი და­აკ­ლდე­ბა არა­ვის.

- ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა თა­ვი­სი მი­სია ამო­წუ­რა და ჩვენ­თან ისე­თი­ვე მო­დე­ლი უნ­და და­ი­ნერ­გოს, რაც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­შია - უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩი­ონ სტუ­დენ­ტე­ბის ის კონ­ტინ­გენ­ტი, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბათ. რო­გო­რია თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა?

- ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, მათ შო­რის, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, მა­თი ბი­უ­ჯე­ტის ლო­მის წი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო გრან­ტით ივ­სე­ბა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტის მი­ზიდ­ვით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მას სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შე­მო­საზღ­ვრუ­ლი აქვს, ანუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­ჩე­ვანს ხა­რის­ხსა და რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის აკე­თებს ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, რად­გან თუ 100-ის ნაც­ვლად 20 სტუ­დენტს მი­ი­ღებს, და­ხურ­ვის რის­კის ქვეშ დად­გე­ბა; სრუ­ლიად სხვა სი­ტუ­ა­ციაა და­სავ­ლე­თის წარ­მა­ტე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, რომ­ლებ­საც საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სე­ბი აქვთ და წი­ნას­წარ აცხ­ა­დე­ბენ იმ კრი­ტე­რი­უ­მებს, ქუ­ლებს, რო­მელ­საც მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. თუ 500 სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლი­დან მხო­ლოდ 100 შე­ივ­სე­ბა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა არ ექ­მნე­ბათ, ანუ არ­ჩე­ვანს ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით აკე­თებს, ამი­ტომ მა­თი მა­გა­ლი­თის ბრმად გად­მო­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის არ­სე­ბუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ეს სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ თუ არა ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მებს, კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ არის, ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში უნ­და შე­იც­ვა­ლოს არა მარ­ტო სა­გა­მოც­დო, არა­მედ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მაც.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია