რატომ იზრდება პრეზიდენტის ხელფასი, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

რატომ იზრდება პრეზიდენტის ხელფასი, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

საქართველოს პრეზიდენტი თავის წინამორბედისგან განსხვავებით გაზრდილ ხელფასს მიიღებს. უმრავლესობის წევრ დავით საგანელიძის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილი 4720 ლარის ნაცვლად ხელფასის სახით ყოველთვიურად 7200 ლარს მიიღებს. პრეზიდენტის ხელფასის ზრდამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათვის მიუღებელი აღმოჩნდა ახალი პრეზიდენტის გაზრდილი მადა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტისთვის ხელფასის გაზრდას ლოგიკურად მიიჩნევენ. პრეზიდენტის გაზრდილ ხელფასზე მისი პიარ სამსახურის უფროსმა შალვა რამიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

- საზოგადოებაში პრეზიდენტის ხელფასის გაზრდამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუ შეიძლება გვითხრათ, რატომ გახდა აუცილებელი პრეზიდენტის ხელფასის ზრდა მაშინ, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

- ეს პრეზიდენტის იდეა არ ყოფილა, მისთვის ხელფასის გაზრდა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ხელფასი არის ადექვატური იმ შრომისა და პასუხისმგებლობის, რომელიც აკისრია პრეზიდენტს. გარდა ამისა, არსებული ხელფასი შესაბამისობაში მოდის სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელთა ხელფასებთან.

- შესაბამისობა არც წინათ იყო, თუმცა წინა პრეზიდენტს ეს არ გაუკეთებია. არ ფიქრობთ, რომ თქვენი ოპონენტები ამ არგუმენტს ხელზე დაიხვევენ და იტყვიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ხელფასს მაშინ არ უნდა იზრდიდეს, როცა ქვეყანას უჭირს?

- კარგით რა, რაში დაჭირდებოდა წინა პრეზიდენტს ეს? ეს ის პრეზიდენტი არაა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის და სხვა უწყებების თანხებს ისე იყენებდა, როგორც საკუთარ ხელფასს? ის საერთოდ არავის ეკითხებოდა, რა ხარჯები უნდა გამოეყენებინა და ამიტომ მათი მხრიდან უკანონობაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა