საქართველოს კონსტიტუციით ნოდარისა და გურამის ქორწინება შეიძლება, თუმცა...

საქართველოს კონსტიტუციით ნოდარისა და გურამის ქორწინება შეიძლება, თუმცა...

ცოტა ხნის წინ ხორვატიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელში მონაწილეთა 66 –მა პროცენტმა (740000 ადამიანი) მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ ერთსქესიანთა ქორწინება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს. რეფერენდუმის შედეგად ამ კანონის განხილვა სავალდებულო გახდა ხორვატიის პარლამენტისათვის. რამდენად შესაძლებელია საქართველოში ასეთივე რეფერენდუმის ჩატარება და რამდენადაა ამის საჭიროება, ამაზე კომენტარი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს, პოლიტიკოს გიორგი ახვლედიანსა და მამა თეოდორე გიგნაძეს ვთხოვეთ:

მამა თეოდორე (გიგნაძე):

- ხორვატიის მაგალითი უნდა გავიზიაროთ და ასეთი რეფერენდუმი ჩვენთანაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ეს საკითხი, დაფიქსირდეს ქართველი ხალხის უმრავლესობის დამოკიდებულება ამ სამარცხვინო მოვლენისადმი. მაგრამ მათ, ვინც ე.წ. სქესობრივ უმცირესობებს ლობირებენ, კარგად იციან ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ჩვენთან ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

- მამაო, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მუხლში, რომელიც ქორწინებას ეხება, არაა განსაზღვრული სქესი. ხორვატიაში სწორედ იმის დაფიქსირებას ითხოვდნენ, რომ კანონის ძალით განსაზღვრულიყო ქორწინება, როგორც მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი...

- ეს ძალიანაც სწორია. ჭეშმარიტად, მეუღლეობა არის მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კურთხეული კავშირი. როდესაც კონსტიტუცია იქმნებოდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ აქამდე დავეცემოდით და ოდესმე გაჩნდებოდა იდეა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ.

- პროტესტანტული ეკლესიის ზოგი წარმომადგენელი აღიარებს ერთსქესიანთა ქორწნებას, მეტიც მათ აკურთხეს კიდეც რამდენიმე ასეთი წყვილიც

- ეს ნეო-პროტესტანტიზმია. მათ ქრისტიანული სული საერთოდ დაკარგული აქვთ და რაც მთავარია, მათ დაკარგული აქვთ ქორწინების საიდუმლოების არსი. იქ ქორწინება არ განიხილება, როგორც ღვთიური საიდუმლოება და აქედან გამომდინარე, ისინი მოწყვეტილები არიან რეალურ ერთობას ღმერთთან, სწორედ ამიტომ არ მიკვირს, რომ მათ ასეთი უცნაური იდეები აქვთ. მათთან დაშვებულია ყველაფერი და შედეგად ვიღებთ კავშირს პატარა ბავშვებთან, ცხოველებთან... როდესაც კაცს კაცი მოჰყავს ცოლად და ქალს ქალი, ეს უკიდურესი გარყვნილებაა. ასეთი ადამიანი ცხოველზე დაბალ დონეზეა დაშვებული, რადგან ცხოველების უმეტესობაში ჰომოსექსუალიზმი არ არსებობს.

- თუ განისაზღვრა კონსტიტუციურად, რომ ქორწინება ეს არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, ეს შეცვლის რამეს?

- შეცვლის, რადგან სამუდამოდ დასრულდება კამათი ამ თემაზე. მათი მიზანია, რომ ქორწინება იყოს ერთსქესიანთა შორის და მერე ბავშვების აყვანაც დააკანონონ. საჭიროა ეს კანონით აიკრძალოს.

ვახტანგ ხმალაძე:

- საქართველოს კონსტიტუციაში სქესი არაა განსაზღვრული, მაგრამ სამოქალაქო კოდექსში წერია, რომ ქორწინება უნდა მოხდეს ქალსა და მამაკაცს შორის და ჯერჯერობით იმის საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ ეს განისაზღვროს კონსტიტუციურად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია