"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი იუბილარია

"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი იუბილარია

8 დეკემბერს სერიალ "ვამპირის დღიურების" ამერიკელი ვარსკვლავი, იან სომერჰალდერი 35 წლის გახდა. იანს მსოფლიო მასშტაბით თაყვანისმცემლების ნამდვილი არმია ჰყავს, რაც მისი სამსახიობო ტალანტისა და მიმზიდველი გარეგნობის დამსახურებაა, რომელსაც ოთხი ეროვნების სისხლს უნდა უმადლოდეს (ბრიტანული, ფრანგული, ირლანდიური და ინდური).

კარიერა იანმა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, სადაც 10 წლის ასკაში მოხვდა, შემდეგ კი მოდის წამყვან სახლებში მუშაობდა - Guess, Versace, Gucci და სხვა. 17 წლის ასაკში მან მასახიობობა არჩია და ნიუ-იორკში სამსახიობო ოსტატობის შესასწავლად გაემგზავრა. მალე მან კინოსა და ტელეშოუებში გადაღება დაიწყო. მის პირველ ნამუშევრებს შორისაა სერიალებში - "ახალგაზრდა ამერიკელები", " C.S.I.: დანაშაულის ადგილი", "სმოლვილის საიდუმლოებანი", ასევე ფილმებში "ცხოვრება, როგორც სახლი", "ტკბილი წყვილი" და "სექსის წესები" განსახიერებული როლები.

სომერჰალდერისთვის ნამდვილ გარღვევად იქცა ცნობილ სერიალ "დაკარგულებში" განსახიერებული როლი. მას დამოუკიდბელ ფილმებზე მუშაობა მოჰყვა, თუმცა ყველაზე მეტი აღიარება იანს "ვამპირის დღიურებმა" მოუტანა. მსახიობმა სერიალში ვამპირი დეიმონ სალვატორე განასახიერა. სერიალის გადაღება 2009 წელს დაიწყო და მისი მეხუთე სეზონი დღემდე არ კარგავს პოპულარობას ტელეეთერში.

სწორედ "ვამპირის დღიურების" გადაღებებზე გაიცნო იანმა მსახიობი ნინა დობრევი, რომელთანაც სამი წლის განმავლობაში რომანი ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დასავლური მედია მათი რომანტიკული ურთიერთობის განახლებაზე ალაპარაკდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება