თბილისში სომეხმა და თურქმა მსახიობებმა ხელის ჩამორთმევის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

თბილისში სომეხმა და თურქმა მსახიობებმა ხელის ჩამორთმევის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

თბილისში ხელის ჩამორთმევის რეკორდი დამყარდა. 35 წლის თურქმა მსახიობმა დენის ბარიშმა და სომხური პანტომიმის თეატრის 32 წლის მსახიობმა ოგანეს აჯინიანმა აქცია The Longest Handshake-ს ფარგლებში, ხელის ჩამორთმევის ხანგრძლივობით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. აქცია თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მიეძღვნა. აჯინიანი და ბარიში ერთმანეთს ხელს 43 საათის განმავლობაში ართმევდნენ.

The Longest Handshake გუშინწინ საღამოს, რიყის პარკში დაიწყო. მთელი 43 საათის განმავლობაში ოგანეს აჯინიანი და დენის ბარიში სცენაზე იყვნენ და ერთმანეთისთვის ხელი არც ერთი წამით არ გაუშვიათ, მხოლოდ ხანდახან ერთად სცენაზე დამონტაჟებულ სკამებზე სხდებოდნენ, რომ ჩაი დაელიათ და შოკოლადის ნამცხვრები მიერთვათ. უჩვეულო აქცია გუშინ დღისით დასრულდა. ორივე მსახიობი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მათი თქმით, ცოტა დაიღალნენ.

აქცია The Longest Handshake თბილისში სომეხი და თურქი მეწარმეებისა და კულტურის მოღვაწეების ინიციატივითა და კომპანია TANGO Network-ის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც სომხურ და თურქულ არაკომერციულ ორგანიზაციებს აერთიანებს. მისი მიზანია სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალური ურთიერთობების შესაძლებლობას გაუსვას ხაზი.

აჯინიანი და ბარიში აცხადებენ, რომ "სომხეთსა და თურქეთს შორის ისტორიული წინააღმდეგობები ორი ერის წარმომადგენლებს ურთიერთობაში ხელს არ უშლის".

ხელის ჩამორთმევის ხანგრძლივობით წინა რეკორდი 2011 წელს ნიუ-იორკში დამყარდა. მაშინ ნეპალის ორი მოქალაქის ხელის ჩამორთმევა 42 საათი და 35 წუთი გაგრძელდა. გუშინდელი რეკორდის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის აქციის ვიდეომასალას გინესის რეკორდების წიგნში შესატანად განაცხადის სახით წარადგენენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს