სასაფლაოები რომ არ გაძარცვონ, სიგნალიზაცია დააყენეს

სასაფლაოები რომ არ გაძარცვონ, სიგნალიზაცია დააყენეს

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში სასაფლაოები ხშირად იძარცვება და ადგილობრივებმა პრობლემის გადაწყვეტის მარტივ ხერხს მიაგნეს. 

კრიმინალის აღმოსაფხვრელად Avalon-ის სასაფლაოზე სიგნალიზაციის დამონტაჟებას გეგმავენ. Memorial Alert უსაფრთხოების დაცვის პირველი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც სიგნალიზაციას სასაფლაოზე ამონტაჟებს. როგორც კომპანიის დირექტორი მარკ პრინგლი ამბობს, საფლავის პატრონს განგაშის სიგნალს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაუგზავნიან. სიგნალიზაცია ჩაირთვება მაშინ, როდესაც საფლავის ქვას, ან ყვავილებიან ლარნაკს ვინმე შეეხება.

"ეს მხოლოდ ფულს არ ეხება. ოჯახები ნერვიულობენ, როდესაც ვიღაც მათი საყვარელი ადამიანის ხსოვნას შეურაცხყოფს", - ამბობენ კომპანიაში.

მომზადებულია timeslive.co.za-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს