მყუდრო: "შე­ვეს­წა­რი, რო­გორ მა­გი­ნებ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი"

მყუდრო: "შე­ვეს­წა­რი, რო­გორ მა­გი­ნებ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი"

მსა­ხი­ო­ბი გია ცი­ნა­ძე ტე­ლე­სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ოფი­სი" მყუდ­როს როლს ას­რუ­ლებ­და და მი­სი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს დღემ­დე ახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი კი ბავ­შვებ­ში­ა. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ გია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერს და­უბ­რუნ­და და ახალ იუ­მო­რის­ტულ სე­რი­ალ­ში თა­მა­შობს.

- ეკ­რან­ზე დაბ­რუ­ნე­ბამ­დე კადრს მიღ­მა, "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­ში" ვმუ­შა­ობ­დი, იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა სა­ერ­თოდ არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. ამი­ტომ, ახალ სე­რი­ალ "ნა­თია და ნა­თი­ა­ში" თა­მა­ში რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი, ჯერ ერ­თი, იმი­ტომ, რომ ამ სე­რი­ალ­ზე ძა­ლი­ან კარ­გი და ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი მუ­შა­ობს და მე­ო­რეც - მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ა. ჩემს პერ­სო­ნაჟს რა­ღაც­-რა­ღა­ცებ­ში არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბაც აქვს, აუ­ტა­ნე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

- როგორც ვიცი, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვა­ლის დევ­ნე­ბა­საც ახერ­ხებ და "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თა­რ აზ­რებს თა­მა­მად გა­მოთ­ქვამ, ხომ ასე­ა?

- თუ მოხ­და ისე, რომ რა­ღაც მოვ­ლე­ნებს ჩა­მოვ­რჩი, ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა­სა­ვით ფე­ხებ­ზე არ მკი­დია, რა ხდე­ბა ჩვენს გარ­შე­მო.

- სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო ხში­რად რომ გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ეს არ გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ყვე­ლას აქვს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, ვი­საც რა უნ­და, ის თქვას. ერ­თხელ რა­ღაც სა­იტ­ზე შე­ვეს­წა­რი, რო­გორ მა­გი­ნებ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, ავ­დე­ქი და ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე. მე­რე მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­მიჩ­ნდნენ... მთა­ვა­რია სწო­რად მი­უდ­გე ადა­მი­ანს, რას ვი­ზამთ, ზო­გი უვი­ცი­ა, კარ­გე­ბი ცო­ტა ვყო­ფილ­ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ში.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი იყა­ვი, ახ­ლაც ამ პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა. თუ გა­მოჩ­ნდე­ბა პარ­ტი­ა, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თებს ისე­თი­ვე საქ­მეს, და კი­დევ უფ­რო მა­გარს, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აკე­თებ­და, მი­სი მომ­ხრე ვიქ­ნე­ბი. მთა­ვა­რი­ა, ქვეყ­ნის­თვის სასიკეთო რა­მ გა­კეთ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ­-მეთ­ქი, იმი­ტომ ვთქვი, რომ არ ჩანს ასეთი ძა­ლა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ბევ­რია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად გა­მო­ად­გე­ბა. ვის რა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს, მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს ხალ­ხი კარგს აკე­თებ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვინც რა­მე და­ა­შა­ვა, ზოგ­მა პა­სუ­ხი აგო, ზოგს ტყუ­ი­ლად უნ­და აგე­ბი­ნონ პა­სუხი.

- ვის გუ­ლის­ხმობ იმ ხალ­ხში, ვინც ტყუ­ი­ლად უნ­და აგოს პა­სუ­ხი?

- მე ხომ მო­სა­მარ­თლე არ ვარ და სა­სა­მარ­თლოც ხომ ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა? ყვე­ლას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იჭე­რენ. ამ­ბო­ბენ, ვი­ღა­ცა ბავ­შვებს ჭამ­და, თირ­კმე­ლებს ყიდ­და­ო, და­ი­ჭე­რენ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ წი­თელ­ზე გა­ი­ა­რა. სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება