"თემურ ქეცბაიას ადგილას წავიდოდი''

"თემურ ქეცბაიას ადგილას წავიდოდი''

დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი დაპირისპირებაა. რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მსგავსი პრობლემა ყოველთვის დგას - მწვრთნელიც და ფეხბურთელიც გამარჯვებას საკუთარ შრომას მიაწერენ. რეზო ძოძუაშვილის აზრით კი წარმატება მწვრთნელსა და ფეხბურთელზე თანაბრადაა დამოკიდებული. ყოფილ ფეხბურთელს შინ ვესტუმრეთ და ვთხოვეთ, გაეხსენებინა ძველი დრო, როცა ქართველები ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობდნენ.

როდის თამაშობდა ფეხბურთს ფეხშიშველი

- მამაჩემი, მიშიკო ძოძუაშვილი, ფეხბურთელი გახლდათ. ფოტო ძალიან ძველია. გადაღებულია 1945 წლის 10 აპრილს. მამა ომიდან ახალი დაბრუნებული იყო, დაჭრილი ჩამოვიდა. ქუთაისის პირველ ფეხბურთის გუნდში თამაშობდა, რომელსაც ''მერცხალი'' ერქვა. მამას ფეხბურთი ძალიან უყვარდა. თბილისში უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და რამდენჯერმე დინამოს სტადიონზე წამიყვანა ფეხბურთზე დასასწრებად, სპორტის ამ სახეობის სიყვარული მაშინ ჩამივარდა გულში. მთელ თავისუფალ დროს ბურთთან ერთად ვატარებდი.

ამ ფოტოზე ოთხი წლის ვარ. ბავშვობაში ბურთს ფეხშიშველი ვთამაშობდით. ფოტოს გადაღების ადგილიდან დაახლოებით ორას მეტრში პატარა სტადიონი გვქონდა და სათამაშოდ სულ იქ მივდიოდით.

- ფეხშიშველი რომ თამაშობდით, ფეხები არ გტკიოდათ?

- გვტკიოდა, მაგრამ ისე ძალიან არა, რომ თამაშზე უარი გვეთქვა. თურმე ასეთი ვარჯიშიც აუცილებელია. თუ ტკივილი არ გინახავს, შენი შრომის ფასს ვერ გაიგებ. ფოტოზე ჩემ გვერდით დგას მომღერალ აჩიკო გულედანის მამა, ჩემი დეიდაშვილი მურთაზ გულედანი და ჩვენი მეზობლის ბავშვი გიორგი ხვედელიძე, რომელმაც სწავლა რუსეთში გააგრძელა. მეც და მურთაზიც დედისერთები ვართ. როგორც ძმები, ისე ვიზრდებოდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია