კიევში, სამთავრობო კვარტალში სამართალდამცავებმა მომიტინგეების ბლოკ-პოსტების დაშლა დაიწყეს

კიევში, სამთავრობო კვარტალში სამართალდამცავებმა მომიტინგეების ბლოკ-პოსტების დაშლა დაიწყეს

კიევში, სამთავრობო კვარტალში სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი მომიტინგეების ბლოკ-პოსტებების დაშლა დაიწყეს , - ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერმა, არსენ იაცენიუკმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბლოკპოსტებს შლიან მინისტრთა კაბინეტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორისაა ლუთერანსკის, შელკოვიჩნაიას, გრუშევსკის ქუჩები.

როგორც იაცენიუკმა განაცხადა, ხელისუფლებას ორი სცენარი ჰქონდა. მისი თქმით, აქედან ერთი იყო მომიტინგეების ძალისმიერი მეთოდით დარბევა, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. "მეორე სცენარი კი არის მშვიდობიანი მომიტინგეების განდევნა. ამიტომ ჩვენ ახლა იქ მივიდვართ", - განაცხადა იაცენიუკმა.

აღსანიშნავია, რომ მომიტინგეები უკვე რამდენიმე დღეა მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირებას ახდენენ.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

როგორ ათავისუფლებენ უკრაინელი სპეცრაზმელები გზას

სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა