ნიკა გვარამია - "ასეთი მერი ვის ჭირდება?"

ნიკა გვარამია - "ასეთი მერი ვის ჭირდება?"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მან კორკოტას უპასუხა.

"რაო? ან ბატონი (!) კორკოტა ვინაა, ან ჯიგარი და მისი აწონვა რაღაა...

p.s. ვინმე კორკოტას რომ სერიოზულად პასუხობს, თან მისსავე "დიალექტზე" და მისთვის დამახასიათებელი დიალექტიკით, ასეთი მერი ვის ჭირდება? თუ ღადაობს, ბოდიშს ვიხდი. თუმცა არც იუმორის ეტყობა რამე ნარმანიას, და ან რა დროს ღადაობაა, ქვეყნის ყველაზე გავლენიან არჩევით თანამდებობაზე დაასახელა კანდიდატად ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ", - წერს გვარამია.

როგორც ცნობილია, კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანიაა. მას შემდეგ, რაც თბილისი მერის პოზიციაზე მმართველი კოალიციის კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა, საზოგადოებაში აქტიურად დაიწყეს საუბარი, უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილია. მას ამ პოსტზე საუკეთესო კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე მიაჩნია, იმ არგუმენტით, რომ "ლევან გაჩეჩილაძე ჯიგრიანი ქალაქელი კაცია".

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ კორკოტაშვილს "დიდი პოლიტიკის" სტუდიიდან უპასუხა: "ძირძველი თბილისელების მენტალიტეტს ვიცნობ, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია. მე 34 წლის ვარ და აქედან ბოლო 17 წელი თბილისში ვცხოვრობ, ცალკეულ გასვლებს თუ არ ჩავთვლით. ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის პრობლემებს და ხალხის მენტალიტეტს. მე ვიცნობ ამ ქალაქის საჭიროებებს. ბატონი კორკოტა, როგორც ჩანს, არ იცნობს ჩემს ჯიგრიანობას და ბევრი არ გაუგია. თუ ფიქრობენ, რომ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარიც; ეს ჩემში ირონიას იწვევს", - აცხადებს დავით ნარმანია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს