სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს

სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ბრიტანული გაზეთ The Guardian-ის მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა.

2013 წლის ივნისში სნოუდენმა პრესას მასშტაბურ ინტერნეტ-თვალთვალზე საიდუმლო მონაცემები გადასცა, რომელსაც ამერიკელი სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლებზე აწარმოებდნენ.

The Guardian წლის ადამიანს ღია ხმის მიცემით ადგენს. სნოუდენს ხმა 1400-ზე მეტმა ადამიანმა მისცა (არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40 პროცენტი).

გამოცემის წარმომადგენლების თქმით, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ედვარდ სნოუდენის სახელი არავინ იცოდა და ბევრს არ შეეძლო ეთქვა, სინამდვილეში რას საქმიანობდა NSA და სხვა სპეცსამსახურები. ახლა კი, სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული მასალების წყალობით, ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები და ქსელზე თვალთვალის პრობლემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემად იქცა.

სნოუდენის მეტოქეები იყვნენ ნავთობის პლატფორმა "პრირაზლომნაიაზე" აქციის მონაწილეები, "გრინპისის" აქტივისტები მარკო ვებერი და სინი საარელა, რომელთაც 314 ხმით მეორე ადგილი დაიკავეს, რომის პაპი ფრანცისკი, რომელიც 153 ხმით მესამე ადგილზე გავიდა და ასევე მეწარმე ელონ მასკი, მუსიკოსი კენი ვესტი და ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი, რომელიც წელს "უიმბლდონის" გამარჯვებული გახდა.

გამოცემის ვერსიით,  2012 წელს წლის ადამიანად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბრედლი მენინგი დასახელდა. მენინგმა 2010 წელს ორგანიზაცია WikiLeaks 700 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ოპერაციებს ეხებოდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა