შეიწყალებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას

შეიწყალებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას

ჟურნალისტიკას ვერ შეელია და ახალი თანამდებობის პარალელურად, ყოველღამე ტელეეთერშია. ამბობს, რომ არც ''თბილისის ჰამქრის'' გარეშე შეუძლია ცხოვრება და ვერც ამ საქმეს მოსწყდება. ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და რამდენიმედღიანი დაჟინებული მცდელობის შემდეგ როგორღაც მოვიხელთეთ. ''ვხვდები, რომ რთულ საქმეს შევეჭიდე'' , - ამბობს ჩვენი რესპონდენტი. შეიწყალებს თუ არა ცნობილ პოლიტიკურ სახეებს და როგორ ელოდება დამდეგ ახალ წელს, ამის შესახებ ელისაშვილი ჩვენთან საუბრობს...

- ალეკო, ჟურნალისტიკას ვერ შეელიეთ თუ თანდათან დაანებებთ თავს?..

- არა, ბატონო, საერთოდ ვერ შეველიე. თავიდანვე, როგორც კი ეს საქმე შემომთავაზეს, ჩემი პირობა იყო, სამსახურში უნდა დავრჩენილიყავი. ტელეკომპანია ''კავკასიას'' ვერ შეველევი და ვერც ''თბილისის ჰამქარს'' . თავიდანვე ჯიუტად ვთქვი, უნდა ვიმუშაო-მეთქი და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო სხვა დანარჩენებს შორის... გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ერთ ცისმარე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რაღაც საქმე გვაქვს და უნდა შევხვდეთო. არ ვიცოდი, რა მეფიქრა, ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ხანმოკლე, მკაფიო და გასაგები საუბარი გვქონდა და ყველაფერი მალევე გავარკვიეთ. მითხრეს, ასეთი საქმის გაძღოლას გთავაზობთ, მაგრამ სრული თავისუფლება გექნება, ყველაფერი წესიერად და პატიოსნად გააკეთოო. იცით, არასდროს, არანაირ სხვა სახელმწიფო თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემგან საჯარო მოხელე არ დადგება, ჩემი საქმე, ჟურნალისტიკა, ძალიან მიყვარს და ''ჰამქარზე'' ხომ საერთოდ ჭკუას ვკარგავ. მოკლედ, ''ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა, საჯარო სამსახურზედა'' ...

ერთი სიტყვით, კომისიის თავმჯდომარე არ ვიცი, რა კრიტერიუმით აარჩიეს, მაგრამ კომისიის წევრებზე დიდხანს ვიმსჯელეთ და მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები, რაც გაითვალისწინეს კიდეც - სანდო, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანები სჭირდებოდათ. ისინი, ვისაც საზოგადოება ენდობა და ვისაც ამდენი ხანი ნამუსიანად უცხოვრია.

- საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების გაკრიტიკებაში ხელი არ შეგეშლებათ?

- არა, ამ კითხვას ხშირად მისვამენ და მესმის თქვენი, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ყოველღამე ვარ ეთერში, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ძველებურად ვაგრძელებ. ნებისმიერ, ჩემ მიმართ თუნდაც ანტიპათიურად განწყობილ ადამიანს შეუძლია ნახოს ჩემი ეთერი, თუ რამე შეკითხვა გაუჩნდება, მზად ვარ ვუპასუხო. როდესაც გასაკრიტიკებელი იყო, უკან არასდროს არაფერზე დამიხევია და არც დავიხევ. შეწყალების კომისიას ჩემთვის პასუხისმგებლობისა და დატვირთვის გარდა არაფერი მოუცია. უნდა ნახოთ, დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს ვხვდები. ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. მე არც საშოვარზე მოვსულვარ და არც რამე ხეირს ველოდები. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვცდილობ, პირნათლად შევასრულო, ეს არის და ეს. ნამდვილად არ მიღირს, ამის გამო რამეზე თვალი დავხუჭო.

- ალეკო, საზოგადოებაში ხუმრობენ, ციხეში შესაწყალებელი არავინ დარჩა, ყველა თავისუფალიაო...

- არა, ჩემო კარგო, ვერ ვიტყოდი, რომ ყველა თავისუფალია. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ციხეში ჯერ კიდევ 9 ათასი ადამიანია და დანარჩენი თავად განსაჯეთ. საახალწლოდ შეწყალების კიდევ ერთ ტალღას უნდა ველოდოთ და ძალიან მალევე, საშობაოსაც. ისე კი, თავიდანვე იმდენად კარგად მივდივართ და გულმოდგინედ ვმუშაობთ, რომ შეიძლება, საახალწლოდ ახალი შემოსული საქმეებიც ამოვწუროთ და ერთმა შეწყალების ნაკადმა საშობაო შეწყალებაც მოიცვას... თავიდან შიშნარევი მოლოდინი მქონდა, თუმცა რამდენიმე სხდომის შემდეგ მიხვდი, რომ ეს საკმაოდ საინტერესო საქმეა. ახლახან დავიწყე მუშაობა და უკვე გვარიანად შევედი აზარტში (იცინის)...

- რამდენად ''გვარიანად'' , ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალებამ რომ მოგიწიოთ, რას იზამთ?

- იცით, ახლა ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმები, რომლებიც კომპიუტერული პროგრამასავით იქნება და რომლის მიხედვითაც შედგება შესაწყალებელთა სია, ანუ ვიღაც იმ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ვიღაც – ვერა. რა ვიცი, მოგვმართოს ბატონმა ვანომ და ვიმსჯელებთ...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია