15 თვეში საქართველოში საბაზო განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა

15 თვეში საქართველოში საბაზო განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის (7-9 კლასები) დასრულებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, განათლების სისტემიდან ბავშვთა გადინებას ძირითადად ადრეული ქორწინება განაპირობებს. ობუდსმენისვე თქმით, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უწყებები ფლობენ ინფორმაციას ადრეული ქორწინებების შესახებ, მათი მხრიდან საკითხის წინა პლანზე წამოწევა და აქტიური მუშაობა კი არ შეინიშნება.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ადრეული ქორწინებების მრავალი შემთხვევა სტატისტიკის მიღმაც რჩება. ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირია ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. ქორწინების დროს გოგონების მშობლები თანახმანი არიან მათი შვილების დაქორწინებაზე. შესაბამისად, მასწავლებლები ძირითად პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სწავლის შეწყვეტა საუკეთესო გამოსავალია გოგონებისთვის.

ფსიქოლოგების შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინებას ფსიქოფიზიოლოგიური მოუმწიფებლობა ახლავს თან, რაც არასტაბილური ოჯახების შექმნის წინაპირობებს ქმნის. "არსებობს საყოველთაოდ მიღებული ე.წ. პარტნიორული ნორმების კრიტერიუმები. ერთ-ერთი მათგანი არის მოწიფულობა. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დასამყარებლად, საკმარისია ფსიქოფიზიოლოგიური მომწიფება, ხოლო როცა საუბარია ქორწინებაზე, აუცილებელია სოციალური მომწიფებაც, რადგან ოჯახის შექმნა შეუძლია მხოლოდ ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ პიროვნებას. საუკეთესო ვარიანტია, როცა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მომწიფების ვადები ერთმანეთს ემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ წარმოიშვას დისჰარმონია და თავი იჩინოს კონფლიქტებმა", - ამბობს ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა