MTV-მ 2013 წლის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა

MTV-მ 2013 წლის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა

ამერიკულმა ტელეარხმა MTV-მ პოპ-მომღერალი მაილი საირუსი 2013 წლის შემსრულებლად დაასახელა. ტელეარხის რედაქციის შედგენილი 2013 წლის ყველაზე წარმატებული შემსრულებლების ათეული ტელეარხის საიტზე გამოქვეყნდა.

რეიტინგის ავტორებმა საირუსს პოპ-მუსიკის ახალი დედოფალი უწოდეს. მათი აზრით, ასეთ წარმატებას 21 წლის მომღერალი კარგად მორგებულ იმიჯს უნდა უმადლოდეს, რომელიც ექსცენტრიულობასა და პროფესიონალიზმს ერწყმის. 

წლის საუკეთესო შემსრულებლების რეიტინგში მეორე ადგილი რეპერ მაქლემორისა და დი-ჯეი რაიან ლიუისის დუეტმა დაიკავა. მესამე ადგილზე ჯასტინ ტიმბერლეიკი გავიდა, რომელმაც 2013 წელს, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ალბომი გამოუშვა.

საუკეთესოების ათეულში ასევე მოხვდნენ: რეპერები - კენი უესტი და დრეიკი, მომღერლები - ლორდი, კეტი პერი და ლედი გაგა, ბიჭების ჯგუფი One Direction და მომღერალი ბრუნო მარსი.

მაილი საირუსი 1992 წელს დაიბადა. 11 წლის ასაკში კინოში მისი დებიუტი შედგა, გოგონამ ტიმ ბერტონის ფილმში "დიდი თევზი" მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. პოპულარობა მას სერიალმა "ჰანა მონტანამ" მოუტანა. ამ სერიალისთვის ჩაწერილი სიმღერები 2007 წელს ჰიტებად იქცა და საირუსმა პირველი ალბომი ჩაწერა.

მომზადებულია mtv.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება