ნათია ფანჯიკიძე - საქართველოში რომ დამზადდეს ხელოვნური ნაძვები, ძნელი იქნება?

ნათია ფანჯიკიძე - საქართველოში რომ დამზადდეს ხელოვნური ნაძვები, ძნელი იქნება?

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბუნებრივი ნაძვების ხელოვნურით ჩანაცვლებას ითხოვს. ამის შესახებ მინისტრის მეუღლე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და სოციალურ კლიპს აქვეყნებს, სადაც მსახიობი კახი კავსაძე მოგვიწოდებს, არ მოვჭრათ ნაძვის ხეები.

"საქართველოში რომ დამზადდეს ხელოვნური ნაძვები და არ ღირდეს ძვირი, ძნელი იქნება? მასალა სულ არაა ძვირფასი.

ისლანდია პატარა ქვეყანაა და ასე თვითდაზიანებით ირჩენს თავს, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივბაძოთ...

წესი და რიგი აქვს ყველაფერს, თორემ პოლიეთილენის პარკებზე რომ უარს ამბობს ცივილიზებული მსოფლიო, ქაღალდის პარკსაც ხისგან აკეთებენ და საკანცელარიო და სხვა მოხმარების ქაღალდსაც, მაგრამ იმ ხის მოჭრასაც თავის წესი აქვს და არა ჩვენებურად როგორცაა.

ახლა მასიურად იყიდება ბამბუკის პარკეტი, - სწრაფად იზრდება და ეკოლოგია არ ზიანდება, თან ლამაზიცაა. ამ უკეთეს გზებზეა ლაპარაკი, თორემ აბსოლუტური ეკოლოგიური ფუფუნების დრო გუშინ არ დასრულებულა", - წერს ფანჯიკიძე.

როგორც რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ განაცხადა, წინასაახალწლოდ, სახელმწიფო ტყის ფონდებიდან უკანონოდ მოჭრილ ნაძვის ხეებზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

მისივე თქმით, წინასაახალწლო სამზადისის ნაწილი გახდა დიდი რაოდენობით წიწვოვანის მოჭრა. ნაძვის ხეების, ან წიწვოვანების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთზე მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების, დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 200-დან 1000 ლარამდე თანხის ოდენობით. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ აღემატება 1000 ლარს, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

ხათუნა გოგალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გაუფრთხილდნენ ნაძვებს, ნუ მოჭრიან საახალწლოდ. თუ ცოცხალ ნაძვს ერთი მილიონი ოჯახი მოინდომებს საახალწლოდ, ეს არის დაახლოებით 700 ჰექტარი ტყე და თუ ასე გავაგრძელეთ, მალე ნაძვი სახლში კი არა, ტყეშიც აღარ იქნება. ნაძვის ხის ერთი მეტრით გაზრდას 8 წელი სჭირდება.

მინისტრის თქმით, მათი მიზანი ადამიანების დასჯა არ არის, არამედ ბუნების დაცვა და გაფრთხილება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს