შიშველი კარლა ბრუნის ფოტოებით დიპლომატების კომპიუტერები ჰაკერულად გატეხეს

შიშველი კარლა ბრუნის ფოტოებით დიპლომატების კომპიუტერები ჰაკერულად გატეხეს

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში.

დღეს დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა სუპერმოდელის შიშველი ფოტოები გამოიყენეს იმისთვის, რომ დიპლომატების კომპიუტერული სისტემა გაეტეხათ. უსაფრთხოების სისტემა 2011 წლის თებერვალში პარიზში გამართული დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გატეხეს.

მაშინ ყველას გაუგზავნეს შემდეგი შინაარსის ბმული: "თუ კარლა ბრუნის შიშველი ფოტოების ნახვა გსურთ, აქ დააკლიკეთ". მსგავსი შინაარსის მესიჯი სამიტის ყველა წევრმა, მათ შორის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს. როგორც ჩანს, ლინკი ყველამ გახსნა და სინამდვილეში შიშველი ფოტოების ნაცვლად ვირუსი აღმოჩნდა.

ჰაკერული თავდასხმის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, კონკრეტულად, რა რაოდენობის ინფორმაციაა წაღებული. როგორც ამბობენ, თაღლითური სქემის მთავარი სამიზნე და მსხვერპლი შეერთებული შტატებია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს