ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს

ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს

ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ ჩვენს მეგობრებს ექნებათ ამის სურვილი , - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების თაობაზე.

"ჩვენი ინტეგრაციული პროექტი თანასწორობასა და რეალურ პროექტებზეა დაფუძნებული. თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ევრაზიული პროცესისთვის ხელშეწყობას სხვა ინტეგრაციულ პროექტებთან დაპირისპირების გარეშე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთ მომწიფებულ ინტეგრაციულ პროექტთან, როგორიც ევროპულია", - აღნიშნა პუტინმა სხდომაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ კიევში, ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების დაწყებამდე, ამ წლის მაისში უკრაინამ საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სახით გაწევრიანების სურვილი გამოთქვა და დაინტერესებული იყო საბაჟო კავშირის ცალკეულ შეთანხმებებს შეერთებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა