რატომ ეცოდება ნოდარი მაყურებელს და როგორია გიგა ტაბიძის ნამდვილი დედა

რატომ ეცოდება ნოდარი მაყურებელს და როგორია გიგა ტაბიძის ნამდვილი დედა

"კომედი შოუს" მაყურებელს უკვე რამდენიმე თვეა, ამოჩემებული ჰყავს პერსონაჟი ნოდარი, რომელსაც ფსიქიკურად აშლილი დედა ჰყავს და რომლის გამოც ხშირად უხერხულ სიტუაციაში ვარდება სკოლაში, მეგობრებთან, მასწავლებელთან. თათია სულუაშვილის პერსონაჟი, რომელიც სკეტჩში ნოდარის დედას ასახიერებს, ნერვული აშლილობის ნიადაგზე ურტყამს განურჩევლად ყველას, შვილს, მის თანაკლასელებს. შეურაცხყოფას აყენებს შვილის კლასელის მშობლებს, მასწავლებელს, ხევს შპალერს კლასში, შვილის კლასელის სახლში, ოჯახური კონფლიქტის შემდეგ რეანიმაციაში უწევს ქმარი. ერთი სიტყვით, "კომედი შოუს" მაყურებელს უკვე რეალურ ცხოვრებაშიც ეცოდება ნოდარი, რომელსაც პროფესიით ფარმაცევტი, 23 წლის ქუთაისელი გიგა ტაბიძე ასახიერებს. 

- ბავშვობიდან ვთამაშობ "მან-სან-კან"- ში. ქუთაისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, იქ იუმორი არავის უკვირს. "კავეენზე" გამომდიოდა თამაში, ხუმრობის წერა. იქ შემამჩნიეს ბიჭებმა და შემომთავაზეს სამსახური.

- პროფესიით ფარმაცევტი ყოფილხარ …

- ჰო. არ ვიცი, რატომ დავინტერესდი. როცა აბიტურიენტი ვიყავი, თავად არ ვიცოდი, რა პროფესია მაინტერესებდა. დედა ფარმაცევტია და ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, მის გზას გავყოლოდი. მერე მივხვდი, რომ ჩემგან აფთიაქარი ვერ დადგებოდა. რამდენიმე თვე ვიმუშავე აფთიაქში, დიპლომიც მაქვს. ქარხანაშიც ვიმუშავე, უნივერსიტეტიდან სტაჟირებაზე გამიშვეს. პასუხისმგებლობით კი ვეკიდებოდი უნივერსიტეტს, ნორმალურად ვსწავლობდი, მაგრამ…...

- მშობლები როგორ შეხვდნენ იმას, რომ პროფესია მიატოვე?

- პირველივე კურსიდან იყვნენ შეგუებული, რომ მალე მივატოვებდი ამ საქმეს…. მამაჩემი იუმორისტია, "პიკასოს ბიჭების" ძველი თაობის წარმომადგენელი. ნიკა არაბიძე, კობა ბარათელი, მამაჩემი - გია ტაბიძე, ერთად მოვიდნენ "რუსთავი 2"-ში და პირველი კომედიური გადაცემებიც მათ უკავშირდება. მამა აქ დათო გოგიჩაიშვილის დროს მუშაობდა. ნინო ბურჯანაძის პირველი პაროდია მას ეკუთვნის.

- მამას გაუხარდებოდა შენი წარმატება ამ სფეროში.

- გაუხარდა. კარგად იცის, რა არის რთული ამ სფეროში, რჩევებსაც მაძლევს. ნოდარი მოსწონს, უბრალოდ, ასეთი დაჩაგრული არ გამიზრდიხარო, მეუბნება (იცინის) და არც ასეთი მახინჯი გამიშვიხარ თბილისშიო.

- გიგა, ნევროზიანი დედის ხელში შენი პერსონაჟი მაყურებელს ეცოდება. შენი ნამდვილი დედა როგორია?

- თათიას პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული. სრული იდილია მაქვს მაგ მხრივ.

- წნევა არ აწუხებს?

- წნევა კი აწუხებს, პულსსაც ვუსინჯავთ, მაგრამ ისეთი არ არის, არც არასდროს ყოფილა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება