"აუტო ბილდ საქართველოს" კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

"აუტო ბილდ საქართველოს" კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოს" კონკურსი "ოქროს საჭე 2013 "გრძელდება. ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოვება, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ისახავს მიზნად, კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით იმართება. კონკურსში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელები მონაწილეობენ.

"ოქროს საჭე 2013-ის გამოკითხვა სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. 20 ათასზე მეტი ხმა უკვე შემოსულია. ძალიან კარგია ის, რომ ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა, ამიტომ ყველანაირი გაყალბება გამორიცხულია. ახალი წლის შემდგომ ჩვენ ხმებს დავითვლით და ძველით ახალი წლისთვის გალა დაჯილდოვება გვექნება", - განაცხადა ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოს" მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ.

"ვისოლი" მოხარულია, რომ არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო დაჯილდოვების მხარდამჭერი, რადგან უახლესი მოდელები, რომლებიც მონაწილეობენ "ოქროს საჭეში", უმაღლესი ხარისხის საწვავი სჭირდებათ, ასეთ საწვავს კი საქართველოში "ვისოლი" სთავაზობს მომხმარებელს", - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

უახლესი მოდელის "მალიბუს" პრეზენტაცია, ფოტოსესია და ტორტის გაჭრა - ამ სახით საავტომობილო ოსკარად წოდებულ შეჯიბრში "შევროლესა" და "ოპელის" ცენტრი წარსდგა. "ოქროს საჭე 2013 "-ის ტიტულის მოპოვებას ამ ცენტრის სამი უახლესი ავტომოდელი შეეცდება.

"მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ "ოქროს საჭე 2013- ში", რაც წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენას გულისხმობს. ერთდროულად "შევროლეს" და ოპელის" ბრენდის რამდენიმე მოდელი იღებს მონაწილეობას", - აცხადებს "შევროლეს" და "ოპელის" კომერციული დირექტორი კახა პაიკიძე.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოვება "ოქროს საჭე 2013"-ის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobuild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე "ვისოლის" ვებ გვერდისა და Facebook პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს.

ხმის მიცემა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და იანვარში საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია