კლიჩკო ევრომაიდანზე აქციების დასრულების შემდეგ ცოლს შეირთავს

კლიჩკო ევრომაიდანზე აქციების დასრულების შემდეგ ცოლს შეირთავს

ჰოლივუდის მსახიობი ჰაიდენ პანეტერი, სანამ კიევის ევრომაიდანზე აქციები არ დასრულდება, უკრაინელ მოკრივე ვლადიმერ კლიჩკოს ცოლად ვერ გაჰყვება.

როგორც ტელეარხ ТСН-ს კლიჩკომ განუცხადა, ამჟამად მისი გული თანამემამულეებთან ერთად მაიდანზეა. ჰაიდენი საყვარელი მამაკაცის პატრიოტულ გრძნობებს გაგებით ეკიდება. უფრო მეტიც, იგი მომიტინგეების განწყობას იზიარებს და მათ მხარდასაჭერად მაიდანზეც კი გამოვიდა.

ვლადიმერი თავის ძმას, ვიტალი კლიჩკოს გვერდში უდგას, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ორივე ძმა დღე და ღამე მაიდანზე იმყოფებიან.

ჟურნალისტის მიერ ქორწილის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კლიჩკომ ასე უპასუხა: "აი როდესაც მაიდანზე წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ქორწილს გადავიხდით. ის ყოჩაღია, რომ ჩამოვიდა. ეს მისი ინიციატივა იყო".

მომზადებულია ТСН-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება