გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ

გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ

ლიკა ლაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებს" უძღვება, ყოველდღიურად "იმედის დილიდან" გვესალმება, თავისუფალ დროს კი, რომელიც ამ საქმიანობიდან რჩება, ძილს უთმობს. ძილი მისთვის ფუფუნებაა და ცდილობს, ეს სიამოვნება არ მოიკლოს, რათა მეორე დილას მაყურებელმა დისკომფორტი არ შეამჩნიოს. ახალ წელს იმიტომ ელოდება, რომ გადატვირთული გრაფიკისგან ცოტათი ამოისუნთქოს და რამდენიმე დღით მაინც ქალაქგარეთ გავიდეს.

ორიოდე გადაცემის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ისეთი ღრმა დეკოლტეთი წარმოგვიდგა, რომ მაყურებელი თვალებს არ უჯერებდა. ასეთი სექსუალური იმიჯით ლიკა ლაბაძე პირველად ვნახეთ. სოციალურ ქსელებში მისი მკერდის ზომაც განიხილეს და ზოგიერთმა "დაასკვნა", რომ ტელეწამყვანს მკერდის გაზრდის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ის შორენა ბეგაშვილსაც შეადარეს. ლიკა ამ შედარებებს ღიმილით და მშვიდად უყურებს...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული ხარ, ახლა - ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი. მონაწილეობის შემდეგ როგორია ამ გადაცემის წაყვანა?

- ყოველთვის მინდოდა ამ პროექტთან ახლოს ყოფნა, მაგრამ უკვე არა როგორც მონაწილეს, რადგან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით დიდი სტრესი გავიარე, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მონაწილემ. თანაც, ეს იყო პირველი სეზონი, მაშინ ყველაფერი ახალი იყო, ვნერვიულობდით, როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს მაყურებელი და ა.შ. მომიხდა იმ ცეკვების შესწავლა, რომელიც ადრე არ მიცეკვია, ამ კუთხით ნამდვილად არ მინდოდა დაბრუნება, გამარჯვების შემდეგ ალბათ აღარავის მოუნდებოდა მეორედ მონაწილეობა. თუმცა პირველმა სეზონმა ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა. ყველაზე მთავარი - ხალხის სიყვარული და დადებითი ემოციები, შეფასებები. მიხარია, რომ ხალხმა ისეთი დამინახა, როგორიც რეალურად ვარ. ადრე რატომღაც იყო ტენდენცია, რომ ადამიანი, რომელიც ხშირად იყო ეკრანზე, უნდა ყოფილიყო "სტერვა". მე კი არ მომწონს ეკრანიდან ზედმეტი ფამილიარობა და თავისუფლება. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა სიტყვა გამეკონტროლებინა და არავისთვის მეწყენინებინა. მაყურებელმა ასეთი დამინახა და დღემდე მომყვება, ასე ვთქვათ, რბილი ლიკას იმიჯი. ამ პროექტს ვუმადლი, რომ მაყურებელმა კარგად გამიცნო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას მაყურებელს საშუალება აქვს, გნახოს არა მხოლოდ უშუალოდ ცეკვის შესრულებისას, არამედ რეპეტიციებისას, როგორი ხარ პარტნიორთან, სხვა მონაწილეებთან დამოკიდებულებაში და ა.შ. შენს ნებისმიერ კომენტარში შესაძლოა, ერთმა სიტყვამაც გადამწყვეტი როლი შეასრულოს. დიდი დაფასებაა, რომ უარყოფითი დამოკიდებულება არავის გასჩენია ჩემ მიმართ. არ ვიცოდი, კიდევ როგორ უნდა მიმეღო მონაწილეობა. საბედნიეროდ, როგორც "იმედის" თანამშრომელს, შემეძლო ამ გადაცემის წამყვანობა და სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. დღეს ღელვა და ნერვიულობა გვერდზეა და ყველა მონაწილეს ვამხნევებ, ეს ჩემი მოვალეობაა, მით უმეტეს იმ ოთახში, სადაც ნერვიულობისა და ემოციების გაცვლა-გამოცვლაა. მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ პროექტთან ასე ახლოს ვარ.

- აუცილებლად მინდა გკითხო შენს ბოლოდროინდელ იმიჯზე, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვინ აგვარებს შენი ჩაცმულობის ამბავს?

- მარი და ზენკა, რომლებიც პროექტის დიზაინერები არიან. ისინი ზრუნავენ როგორც წამყვანების, ასევე მონაწილეების ჩაცმულობაზე. მეც მათთან ერთად ვარ ჩართული ჩემი იმიჯის მოფიქრებაში, რა მიხდება, როგორი ვარცხნილობა იქნება კარგი კონკრეტული ჩაცმულობისთვის... კაბის როგორი ფორმა. ყოველკვირეულად იკერება ახალ-ახალი ტა-ნისამოსი. ვერცხლისფერი კაბაც ღრმა დეკოლტეთი, რომელიც ორი გადაცემის წინ მეცვა, ამ დიზაინერების ნახელავია.

- აქამდე არ მახსოვხარ ასეთ თავისუფალ სამოსში.

- ასეთი თამამი სამოსი ნამდვილად არასდროს მცმია. თუკი ამ პროექტის სხვა ქვეყნების ანალოგებს გადახედავთ, არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ წამყვანებიც გამოირჩევიან თავიანთი ჩაცმულობით, განსაკუთრებით თვალში საცემია სიბრჭყვიალე. მაგალითად, ამერიკის "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანის ჩაცმულობა ჰოლივუდის არც ერთი ვარსკვლავის ჩაცმულობას არ ჩამოუვარდება. იმ ტურში, როცა ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კაბა მეცვა და შესაფერისი ვარცხნილობა მქონდა, თავი ყველაზე კომფორტულად ვიგრძენი. ვგრძნობდი, რომ მიხდებოდა და მეც მომწონდა. ამ ჩაცმულობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რამდენიმე ადამიანს ეწერა, რომ არ მოეწონა ჩემი ზედმეტად თამამი ჩაცმულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ყოფილა ზედმეტი. ერთს ეწერა, ბებიაჩემმა აკრიტიკა თუ ლანძღა ლიკა ლაბაძის დეკოლტეო. ასეთი დამოკიდებულება საერთოდ არ მესმის. პრინციპში არც ვაქცევ ასეთ კომენტარებს ყურადღებას. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს - რატომ არ უნდა გამოიყურებოდე კარგად?!..

- ბევრი კომენტარი ამოვიკითხე სოციალურ ქსელებში, იმ გადაცემაში არა მონაწილეთა ცეკვებს, არამედ ლიკა ლაბაძის მკერდს ვუყურებდითო.

- (იცინის) სხვათა შორის, ამ დეკოლტემ გააჩინა აზრი, თითქოს მკერდი ხელოვნური ჩარევის შედეგად გავიზარდე (იღიმის) და არ არის ბუნებრივი. სად მოვასწრებდი? ყველა ხედავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეთერში ვარ და ასეთი რაღაცები ორ საათში არ კეთდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება