ვანესა პარადი ბენჟამინ ბიოლეის ხვდება

ვანესა პარადი ბენჟამინ ბიოლეის ხვდება

მას შემდეგ, რაც ფრანგი მომღერალი და მსახიობი ვანესა პარადი ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპს დაშორდა, დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო, თუმცა მის პირად ცხოვრებაში სიახლეა - ვანესას ახალი საყვარელი ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ვარსკვლავის რჩეული ფრანგი მომღერალი 40 წლის ბენჟამინ ბიოლეია. გავრცელებული ინფორმაციით, ბენჟამინი კარლა ბრუნის ყოფილი საყვარელია და ბევრ ცნობილ ლამაზმანთან ჰქონია რომანი. წყვილი რომანტიკულ შვებულებას კუნძულ კორსიკაზე ატარებს.

"ისინი პაპარაცებს გაურბიან. მთელ დღეს სასტუმროში ატარებენ და თან მხოლოდ 3 პირადი მცველი ჰყავთ. ქუჩაში დაბურულმინებიანი ავტომობილით გადაადგილდებიან და არც გულშემატკივრებსაც გაურბიან", - წერს ჟურნალი Page Six.

მომზადებულია Page Six-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება