გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

დეპუტატ გიორგი ვაშაძეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე - ჯოზეფ კეი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, მოპასუხე გიორგი ვაშაძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ჯოზეფ კეის სარჩელი დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მხარეთა შორის დავის საგანს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.

"მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მოპასუხე მხარე არ იყო გამოცხადებული და არც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ იყო სასამართლო ინფორმირებული, მხარისთვის გონივრული ვადით მოცდის მიზნით, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერისა" და ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მის მიერვე 2013 წლის 24 თებერვალს გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ.

ამასთან, მოპასუხე მხარეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ, მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ