გეი-მატრიოშკები - პროვოკაციული მისალოცი რუსეთის მთავრობას

გეი-მატრიოშკები - პროვოკაციული მისალოცი რუსეთის მთავრობას

სახალისო და პროვოკაციული კამპანიებით ცნობილმა სარეკლამო სააგენტო Mother London-მა რუსეთის მთავრობას ახალი წელი ორიგინალური მატრიოშკების ნაკრებით მიულოცა, რომლებიც ყველაზე ცნობილ ბრიტანელ გეებს გამოსახავენ.

შეგახსენებთ, რომ წელს რუსეთმა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. ამ კანონის წინააღმდეგ უცხოელი ვარსკვლავები არაერთხელ გამოვიდნენ, მათ შორის არიან ლედი გაგა, მადონა, ელტონ ჯონი. ჯონი ახლახან მოსკოვში გამოვიდა და კონცერტი ბიჭს მიუძღვნა, რომელიც ჰომოფობებმა სასტიკად მოკლეს.

გეი-მატრიოშკები ხელნაკეთია. კრებულის ღირებულება, რომელშიც ელტონ ჯონი, ჯორჯ მაიკლი, მწერალი სტივენ ფრაი, ტელეწამყვანი გრემ ნორტონი და სპორტსმენი ტომ დეილი შედიან, 2600 ფუნტი სტერლინგი ღირს. გაყიდვიდან შემოსულ თანხას სააგენტო საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირავს, რომლებიც რუსეთის გეი-საზოგადოებებთან თანამშრომლობენ.

მომზადებულია popsop-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს