უკრაინის უმაღლესი რადას საპარლამენტო ტრიბუნა ოპოზიციას აქვს ბლოკირებული

უკრაინის უმაღლესი რადას საპარლამენტო ტრიბუნა ოპოზიციას აქვს ბლოკირებული

უკრაინის უმაღლესი რადას საპარლამენტო ტრიბუნა ოპოზიციას აქვს ბლოკირებული. ამის შესახებ liga.net იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესი რადას წევრები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განსახილველად შეიკრიბნენ.

ლიგა.ნეტ-ის ცნობით, პარლამენტის სპიკერმა ვლადიმირ რიბაკმა 2014 წლის ბიუჯეტზე მუშაობის დავალება საბიუჯეტო კომიტეტს მისცა და სხომა დახურა.

ამასთან, ფრაქცია "უდარის" ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოპოზიცია მზად არის შეწყვიტოს ბიუჯეტის განხილვის მიზნით პარლამენტის მუშაობის ბლოკირება.

"მზად ვართ შევწყვიტოთ ბიუჯეტის ბლოკირება. დაამტკიცონ ეს ბიუჯეტი და პასუხი აგონ მასზე", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა