საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასები ეცემა

საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასები ეცემა

საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასები ეცემა, თუმცა ეს ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ აისახება. წისქვილკომბინატების ნაწილის შეფასებით, ხორბლის ფასები წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა, თუმცა ღირებულება მაინც მაღალია. მათივე თქმით, თუ იმპორტი ამ პერიოდში განხორციელდება, ფასების კორექტირებაზე საუბარი შესაძლებელია. წისქვილკობინატებში ამბობენ, რომ ფქვილის და ხორბლის გაიფება საცალო ბაზარზე ნახტომისებურად ვერ მოხდება.

"თუ ჩვენ გვინდა ფასების რეალური დინამიკა მივიღოთ, იაფიანი ბაზრის მოძიება უნდა მოხდეს. თუ საერთაშორისო ფასების კლება რამდენიმე თვე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, ეს საქართველოზეც აისახოს",-აცხადებენ კომბინატებში.

შეგახსენებთ, აშშ-ში ამინდის რისკებისა და ასევე მთელს მსოფლიოში უხვი მოსავლის გამო, ხორბლის ფასი 2012 წლის მინიმუმამდე დაეცა. 2014 წლის მარტამდე ხორბლის მიწოდების ფუჩერსების ფასი 0,5 %-ით, ბუშელზე 6,2575 დოლარამდე დაეცა.

ხორბლის ფასის შემცირებამ მიმდინარე წლისთვის უკვე 20% შეადგინა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ