რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ჩვე­ნი დრო­ის დამ­ლა­გე­ბე­ლი?

რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ჩვე­ნი დრო­ის დამ­ლა­გე­ბე­ლი?

წლე­ბის წინ გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე მო­მი­წია გავ­ლამ ავ­ტო­მო­ბი­ლით. რა­ო­დენ დი­დი იყო ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც ნაგ­ვის გო­რა­კებს შო­რის ჩად­გ­მუ­ლი პა­ტა­რა ხუ­ხუ­ლე­ბი ვი­ხი­ლე მბო­ლა­ვი საკ­ვა­მუ­რე­ბი­თა და მათ ირ­გ­ვ­ლივ მო­ფუს­ფუ­სე ადა­მი­ა­ნე­ბით! იქ­ვე რამ­დე­ნი­მე ტო­მა­რა­ა­კი­დე­ბუ­ლი მო­ზარ­დი სა­გულ­და­გუ­ლოდ ეძებ­და ვარ­გის­სა და გა­სა­ყი­დად გა­მო­სა­დეგ ნივთს. შო­რი­ახ­ლოს ძრო­ხა ძოვ­და, ხო­ლო გი­გან­ტუ­რი ზო­მის ღორს პირ­ში ნა­სუფ­რა­ლით გავ­სე­ბუ­ლი პარ­კი ჩა­ე­დო და ზან­ტად ღე­ჭავ­და.

- ვინ არის ეს ხალ­ხი?

- ისი­ნი აქ მუ­შა­ო­ბენ და თან ცხოვ­რო­ბენ. ნაგ­ვის და­ფა­სო­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯართს აბა­რე­ბენ, ღო­რებ­სა და ძრო­ხებს ზრდი­ან... იცი, რომ ამ სა­ხის საკ­ვე­ბით ნაკ­ვე­ბი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლად იმა­ტებს თვე­ში 300 გრამს.

- მე­რე მათ კლა­ვენ, ბა­ზარ­ში მი­აქვთ და მე­ხორ­ცეს აბა­რე­ბენ, - და­ვას­რუ­ლე თა­ნა­მო­სა­უბ­რის ფრა­ზა. ნა­ნახ­მა შემ­ზა­რა, მო­მინ­და, სას­წ­რა­ფოდ გავ­ც­ლო­დი იქა­უ­რო­ბას და არას­დ­როს დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე.

- იქ­ნებ ვინ­მემ იფიქ­როს ამ პრობ­ლე­მა­სა და ხალ­ხ­ზე.

ეს ჩემი ბო­ლო ფრა­ზა იყო, რო­მელ­საც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დუ­მი­ლი მოჰ­ყ­ვა, ჩემ­სა და ჩემს თა­ნა­მო­სა­უბ­რეს შო­რის.

...დღეს გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი აღარ არ­სე­ბობს, ხუ­ხუ­ლე­ბიც და­ან­გ­რი­ეს და სა­ქო­ნე­ლიც და­ხო­ცეს. იმე­დი მაქვს, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ბევ­რად ღირ­სე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მოჰ­კი­დეს ხე­ლი (თუმ­ცა, რა უფ­ლე­ბა მაქვს გან­ვ­სა­ჯო ისი­ნი? ნა­გავ­საყ­რელ­ზე და­სახ­ლე­ბა მა­თი ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნის ერ­თა­დერ­თი წყა­რო იყო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი სი­დუხ­ჭი­რემ აიძუ­ლა, ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ).

2013 წელს ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყო­ბის სამ­სა­ხურ­მა გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლის კონ­სერ­ვა­ცია მო­ახ­დი­ნა, ხო­ლო მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ის აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას გა­დას­ცა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ალ­თან მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ფი­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­ლო მო­მა­ვალ­ში უამ­რავ ხეს დარ­გა­ვენ.

ალ­ბათ იკითხავთ, სად მი­დის ახ­ლა ჩვე­ნი ბუნ­კე­რე­ბი­დან ნა­გა­ვი? სად და - ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­ს­ნილ ახალ ნა­გავ­საყ­რელ­ზე. მაგ­რამ ახალ­გახ­ს­ნი­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის გარ­შე­მო გა­მე­ფე­ბუ­ლი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნი­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის გა­მო, ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მის სას­წ­რა­ფოდ გა­უქ­მე­ბას ითხოვს. აბა, გლდა­ნე­ლე­ბი ხმას არ იღებ­დ­ნენ - მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და იმი­ტომ. ნა­გავ­საყ­რე­ლი ამ ისე­დაც ყვე­ლა­სათ­ვის ყბა­და­ღე­ბუ­ლი გა­რე­უბ­ნის ერ­თ­გ­ვა­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც გახ­ლ­დათ.

ახ­ლა კი იმას მო­გახ­სე­ნებთ, თუ რა­ტომ ვსა­უბ­რობ ამ­დენს ამ თე­მა­ზე. ბო­ლო დროს "ფე­ის­ბუკ­ში" ჩემს შეს­ვ­ლა­სა და თვა­ლის გა­დავ­ლებ-გად­მოვ­ლე­ბას რა­ტომ­ღაც, "მოგ­ზა­უ­რო­ბა" ვუ­წო­დე. პოს­ტე­ბის უკი­დე­გა­ნო საზღ­ვ­რე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, ხან ერთ ქვე­ყა­ნას ვსტუმ­რობ, ხან - მე­ო­რეს და ერთ დღე­საც... ზუს­ტად ისეთ­მა სუნ­მა შე­მი­ღი­ტი­ნა ნეს­ტო­ებ­ში, რო­გო­რიც წლე­ბის წინ, გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე გავ­ლი­სას ვიგ­რ­ძე­ნი. მაშ, ასე, ჩე­მი მო­რი­გი "ფე­ის­ბუკ"-გა­ჩე­რე­ბა კა­ი­როს გა­რე­უ­ბა­ნი - მე­დი­ნა ზე­ბე­ლაა, რო­მე­ლიც მუ­კა­ტა­მის მთის ძირ­ში მდე­ბა­რე­ობს.

კა­ი­რო, ეგ­ვიპ­ტე არა მხო­ლოდ თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად ქარ­თ­ვე­ლი წყვი­ლე­ბის თავ­ში პირ­ვე­ლი­ვე სპონ­ტა­ნუ­რად გა­ელ­ვე­ბუ­ლი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პი­რა­მი­დე­ბი­სა და ცხვირ­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ხე­ოფ­სის ქვე­ყა­ნაა; კა­ი­რო კი­დევ - გა­რე­უბ­ნე­ბია, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტები, რომ­ლებ­მაც არა მგო­ნია, თაფ­ლო­ბის თვის რო­მან­ტი­კუ­ლად გა­ტა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი და­თაფ­ლულ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნოს. თუმ­ცა წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად და­უ­ტო­ვებს.

მე­დი­ნა ზე­ბე­ლა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბით (ი­მა­ვე კოპ­ტე­ბით) და­სახ­ლე­ბუ­ლი უბა­ნია და ის ერ­თი სა­უ­კუ­ნის არის (კოპ­ტე­ბი კა­ი­რო­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნე­ბი ავიწ­რო­ებ­დ­ნენ და ისი­ნიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, ქა­ლა­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მიგ­დე­ბულ გა­რე­უ­ბან­ში და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და თა­ვის რჩე­ნის მიზ­ნით, ნაგ­ვის და­ფა­სო­ე­ბის­თ­ვის მო­ე­კი­დეთ ხე­ლი). მე­დი­ნა ზე­ბე­ლა­ში უამ­რა­ვი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას, რო­მელ­თა სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და აივ­ნე­ბი ნაგ­ვის პი­რა­მი­დე­ბით არის გა­მო­ტე­ნი­ლი. ნა­გა­ვი სა­ხუ­რავ­ზე, ნა­გა­ვი აივან­ზე, ქუ­ჩებ­სა და სკვე­რებ­ში. მას­ში იქე­ქე­ბა ქა­ლა­ქის მთე­ლი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. მას­ში თა­მა­შო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი. ისე, ზა­ბა­ლი­ნე­ბი (ა­რა­ბუ­ლად - მე­ნაგ­ვე­ე­ბი) იმას კი ხვდე­ბი­ან, რომ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა არ­ც­თუ სა­ხარ­ბი­ე­ლოა და ტუ­რის­ტებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს არ სწყა­ლო­ბენ. მა­თი გა­გე­ბა ად­ვი­ლია. თა­ვი­ან­თი გა­ჭირ­ვე­ბაც ყოფ­ნით, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვცა­დოთ მათ­თან შეღ­წე­ვა.

ქა­ლა­ქი სის­ხამ დი­ლით იღ­ვი­ძებს. მა­მა­კა­ცე­ბი კა­ი­რო­ში მი­დი­ან და მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე პი­კა­პე­ბით ეზი­დე­ბი­ან ნა­გავს. ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი კი მე­რე მათ არ­ჩე­ვენ. კერ­ძოდ - პლასტმასს, რკი­ნას, ქა­ღალდს ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­ა­ცალ­კე­ვე­ბენ და შე­სა­ბა­მის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა აგ­რეთ­ვე, მე­ღო­რე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. უბან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 ღო­რი ბი­ნად­რობს (ხე­დავთ მსგავ­სე­ბას გლდა­ნის ნა­გავ­საყ­რელ­თან?..) ღო­რე­ბი ნაგ­ვი­დან საკ­ვებს ჭა­მენ, ზა­ბა­ლი­ნე­ბი კი ღო­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ ნა­კელს სარ­ფი­ა­ნად ყი­დი­ან - სა­სუ­ქად, რა თქმა უნ­და. და­ხა­რის­ხე­ბულ ნა­გავს ხალ­ხი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვებ­ზეც კი ინა­ხავს. მათ ის იქ სპე­ცი­ა­ლუ­რი ამ­წე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ააქვს. ამ­ბო­ბენ, ზაფხულ­ში უბანს ახ­ლო­საც ვერ გა­ე­კა­რე­ბი, ისე ყარ­სო. ახ­ლა ზამ­თა­რია და ეს სუ­ნი დი­დად არ გა­წუ­ხებს.

ისე, ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­უ­ბა­ნია. ნაგ­ვის და­ხა­რის­ხე­ბის გარ­და, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, ბა­ზარ­ში ქორ­ფა ხი­ლი იყი­დე­ბა და გა­რე კა­ფე­ებ­ში ბე­ბე­რი ზა­ბა­ლი­ნე­ბი ჩი­ლიმს აბო­ლე­ბენ.

ქა­ლაქს გავ­ც­დი და 10 წუ­თიც არ მქონ­და გავ­ლი­ლი, რომ ნა­სე­რის ქუ­ჩა­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ქა­ლაქ­ში, რო­მელ­მაც ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მახ­სე­ნა, კერ­ძოდ კი - მი­სი და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. მაგ­რამ ამა­ზე - შემ­დეგ "Facebook მო­ნი­ტორ­ში" ვი­სა­უბ­როთ. ერ­თი სიტყ­ვით, თუ ეგ­ვიპ­ტე­ში მოხ­ვ­დე­ბით, არ და­ი­ზა­როთ და მე­დი­ნა ზე­ბე­ლა­ში შე­ი­ა­რეთ... რა­თა და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ა­ნაც გიშ­ლით ნერ­ვებს.

და ამ დროს, ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო თავ­ზე ფეხს ად­გამს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ხელ­ში ცოცხ­სა და აქან­დაზს იღებს, რა­თა ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს, შვი­ლებს ლუკ­მა­პუ­რი არ მო­აკ­ლოს. წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ასეთ ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზობს და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კურსს აცხა­დებს. დამ­ლა­გე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს:

ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია.

ბ) ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ც) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

დ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი კო­დექ­სი.

ე) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ფ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ.

გ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ".

მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია. დამ­ლა­გე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ფლობ­დეს კომ­პი­უ­ტე­რულ ცოდ­ნას და ჰქონ­დეს კარ­გი წე­რი­თი უნა­რი. და­ცინ­ვაა, არა? "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი­ცა" და მეც ასე ვფიქ­რობთ.

მოკ­ლედ, კი­დევ უამ­რა­ვი რამ მო­ეთხო­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელს, მათ შო­რის - ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი... ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მას გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ი­ბა­რებს და გარ­კ­ვე­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი­რე­ბას ჩა­უ­ტა­რებს. მოკ­ლედ, არა­ნა­ი­რი შან­სი არ მაქვს, თუნ­დაც დამ­ლა­გებ­ლად მო­ვეწყო, რად­გა­ნაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ. ასე რომ, ჯო­ბია, ისევ "ფე­ის­ბუ­კის" უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო ხე­ტი­ა­ლი და მო­მა­ვა­ლი "Facebook მო­ნი­ტო­რის­თ­ვის" მო­ვემ­ზა­დო.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია