"ბიბლუსი" მომხმარებელს წინასაახალწლოდ საინტერესო სერვისს სთავაზობს

 "ბიბლუსი" მომხმარებელს წინასაახალწლოდ საინტერესო სერვისს სთავაზობს

მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს წინასაახალწლოდ საინტერესო სერვისს სთავაზობს. მათ, ვისაც უნდა დარჩეს იდუმალ "თოვლის ბაბუად", ამ სურვილის ასრულებაში კომპანია დაეხმარება.

თბილისის მასშტაბით "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შემოსულ მომხმარებელს შეუძლია, ერთი მოსვლით რამდენიმე საჩუქარი შეიძინოს, შერჩეული საჩუქარი დატოვოს იქვე, მაღაზიაში და კურიერი საჩუქრის ადრესატს მითითებულ ადგილას მიუტანს.

"ეს საუკეთესო საშუალებაა წინასაახალწლოდ გადატვირთულ რეჟიმში მყოფი მომხმარებლისთვის, რომელიც დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს ყველა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთებას. ჩვენ ვიზრუნებთ მათი ახლობლების წინასაახალწლო განწყობის ამაღლებაზე. ვიმედოვნებთ, ამ ინიციატივას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება და სულ მალე, თბილისში გაჩნდებიან სასიამოვნო საჩუქრის გამავრცელებლები",- აცხადებენ "ბიბლუსში".

ამასთან,  ქსელში წარმოდგენილ უამრავ წიგნზე ფასდაკლებაა. როგორც კომპანაიაში ამბობენ, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეუძლია, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი და ისარგებლოს 50%-მდე ფასდაკლებით, "ბიბლუსი" მათ ამ პროცეს გაუმარტივებს და ადგილზე მოსულ მომხმარებელს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტებს სთავზაობს, სადაც ისინი ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ, საჩუქარი გაუკეთონ შვილს, მეუღლეს თუ ოჯახის სხვა წევრს.

"გვექნება ასეთი საოჯახო სასაჩუქრე პაკეტი, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო იქნება: "ქართული სამზარეულო" (დისახლისებისთვის), "საშობაო საუნჯე" (ოჯახის პატარა წევრებისთვის), "ბიბლია" - წიგნთა საუნჯე, რომელიც ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს. ასევე საბავშვო პაკეტი: შარლ პეროს ხმოვანი ზღაპრები, სახატავი რვეული და 12-ფერიანი მილანის ფლომასტერები. მსგავსი სასაჩუქრე პაკეტების მრავალფეროვანი არჩევანი იქნება წარმოდგენილი "ბიბლუსის" მთელ ქსელში, რომლებიც სეგმენტურად გვაქვს დაყოფილი: საბავშვო პაკეტი გოგონებისა და ბიჭებისთვის, ასაკობრივი ზღვარით 3-დან - 6-წლამდე და 7-დან - 10 წლამდე; ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე არის რამდენიმე სახის საოჯახო პაკეტი",- განმარტავენ "ბიბლუსში".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა