ქართველმა მსახიობმა სან-მარინოს ფესტივალზე გრან-პრი აიღო

ქართველმა მსახიობმა სან-მარინოს ფესტივალზე გრან-პრი აიღო

სალომე დემურია ქართველი მსახიობი გახლავთ, რომელსაც სან-მარინოს ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გრან-პრი გადასცეს. არადა, მსახიობი ქართულ-ესპანური ფილმის კასტინგზე იმ მიზნით მივიდა, რომ მასობრივ სცენებში მაინც დაეკავებინათ, თუმცა დანახვისთანავე მთავარი როლის შესრულება შესთავაზეს...

- 2003 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, რამაზ იოსელიანის ჯგუფში დავიწყე სწავლა, მაგრამ დიმა ხვთისიაშვილთან დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდში გორის დრამატულ თეატრში ვთამაშობდი, სწავლის პერიოდშივე მივიღე მონაწილეობა სტუდენტების მიერ გადაღებულ ოთხ მოკლემეტრაჟიან ფილმში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში თავისუფალ თეატრში ერთ სპექტაკლში ვიყავი დაკავებული.

- რაც შეეხება ფილმს, რომელმაც დიდი წარმატება მოგიტანა...

- როგორც იცით, ფილმს ჰქვია ''ჩაიკა'' და არანაირად არ უკავშირდება ჩეხოვის ''თოლიას'' , დამოუკიდებელი სცენარითაა გადაღებული, რომელიც ესპანელმა სცენარისტმა ლუის მოიამ დაწერა. ფილმი მოგვითხრობს პროვინციელი გოგონას ამბავს, რომელიც სახლიდან გაიქცევა და ძალიან მძიმე ცხოვრების გზას გაივლის, ებმება პროსტიტუციაში და აღმოჩნდება სატვირთო გემზე მეძავად...

გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოსა და შუა აზიაში, კერძოდ, ყაზახეთში. ვმუშაობდით თითქმის 20-საათიანი გრაფიკით, საშინლად ციოდა სამცხე-ჯავახეთში, მგლები ყმუოდნენ, ისეთ ადგილას ვიყავით, რამდენიმეჯერ გადასაღებ მოედანზე მისულები მანქანიდანაც კი ვერ გადავედით ქარბუქის გამო.

- ინტიმურ სცენებში მონაწილეობამ თუ მოგიწია?

- ასეა, თუმცა სცენარში გაცილებით მეტი ინტიმური სცენა იყო, ზოგი რეჟისორმა ამოიღო, ზოგი მე ამოვაღებინე და ასეთი ბევრი სცენა აღარ დარჩა ფილმში, შეიძლება მაყურებელს უფრო მეტი უნდოდა, მაგრამ დავტოვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, გაუპატიურების ეპიზოდი. თავიდან სცენარი რომ გამომატანეს და თვალი გადავავლე, იმდენად ცუდი ნათარგმნი იყო და იმდენი უხამსი სიტყვა იყო გამოყენებული, სცენებზე აღარაფერს ვამბობ, რომ დავურეკე და უარი ვუთხარი, მე ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ მერე დამიყოლიეს. რეჟისორი დათანხმდა რაღაცების ამოღებას, მაგრამ მაინც იმდენად სურდა, რამდენიმე ინტიმური სცენა ყოფილიყო ფილმში, რომ შუა აზიიდან გადასაღებად ნამდვილი მეძავი ჩამოიყვანა, თუმცა მან ვერ გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო გახლდათ, მარტო გახდა ხომ არაა საქმე?!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება