პუტინი ხოდორკოვსკის შეიწყალებს

პუტინი ხოდორკოვსკის შეიწყალებს

"იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ ხოდორკოვსკიმ შეწყალების შესახებ შუამდგომლობა დაწერა და უახლოეს ხანებში შესაბამის განკარგულებას მოეწერება ხელი , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხოდორკოვსკის შეწყალება ეყრდნობა ჰუმანური ხასიათის გარემოებებს. "ის ეყრდონა ჰუმანურ გარემოებებს. მისი დედა არის ავად. მე ვთვლი, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი მისი შეწყალების შესახებ განკარგულებას",-აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, ხოდორკოვსკიმ უკვე გაატარა 10 წელი საპატიმროში. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურება.

ამასთან, ხოდორკოვსკის ადვოკატმა, ვადიმ კლიუვგანტმა განაცხადა, რომ მან არ იცის, ვინ შეიტანა განაცხადი ხოდორკვოსკის შეწყალებაზე. "მას არ მიუმართავს შეწყალებისთვის და ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ მის მაგივრად მიემართოს ვინმეს",-აღნიშნა ადვოკატმა. მისივე განმარტებით, შეწყალებაზე პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ხოდორკოვსკი საპატიმროს დაუყოვნებლივ დატოვებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა