"გუდვილის" დიღმის ჰიპერმარკეტში ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა -გაყიდვა მოეწყობა

"გუდვილის" დიღმის ჰიპერმარკეტში ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა -გაყიდვა მოეწყობა

"აირჩიე ქართულის" ორგანიზებით, 20-21 დეკემბერს "გუდვილის" დიღმის ჰიპერმარკეტში ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა -გაყიდვა მოეწყობა. ქართულ პროდუქციას წინასაახალწლოდ მომხმარებლისთვის სპეციალური ფასი ექნება.

გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია 13:00 საათზე გაიხსნება და მას საქართველოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

"აირჩიე ქართული" გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება აგრარული (თაფლი, ჩაი, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, საკონსერვო პროდუქცია, მურაბები, ჯემები, ტკბილეული, სნექები და ა.შ) და ხალხური რეწვის პროდუქცია. ღონისძიების მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე რეგიონალური საწარმოების მხარდაჭერაა.

ღონისძიება წელიწადში ორჯერ აღდგომის და ახალი წლის წინა კვირებში იმართება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა