"ნიკორას" ქსელი ფართოვდება

"ნიკორას" ქსელი ფართოვდება

თბილისში "ნიკორას" კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი იხსნება. საქართველოში ყველაზე წარმატებული და მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელი ახალ ობიექტს კახეთის გზატკეცილზე ხსნის. მეტრო სამგორის ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში მომხმარებელს "ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციის გარდა, სხვა ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების შეძენა შეეძლება.

ახალი სუპერმარკეტი, ტრადიციულად, მხიარული მუსიკისა და შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნება 20 დეკემბერს, 17 საათზე. მომხმარებლებს კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნებათ.

"ნიკორას" ქსელში 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. კომპანია კი ამჟამად ბაზარზე თბილისში მდებარე 62 სუპერმარკეტითა და რეგიონებში არსებული 29 სავაჭრო ობიექტითაა წარმოდგენილი.

"ნიკორას" სუპერმარკეტებში, დეკემბრის თვის განმავლობაში, გარკვეული სახეობის სამარხვო და საახალწლო პროდუქციაზე განსაკუთრებული ფასი მოქმედებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა