დათა თავაძე - "გული მისკდება, ისე მეშინია ქართველების, ამ მშიშარა, საზიზღარი ხალხის!"

დათა თავაძე - "გული მისკდება, ისე მეშინია ქართველების, ამ მშიშარა, საზიზღარი ხალხის!"

მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე მარჯანიშვილის მოედანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ირანელმა ქალმა ორი ქართველი მამაკაცი დაჭრა. რეჟისორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე გავრცელებულ სტატიას იზიარებს და კომენტარს აკეთებს.

"ირანელია თუ ერაყელი ვერ გაურკვევია ამის დამწერს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, არა?! ყველა ერთია და ყველა საშიშია! მე კიდევ ვზივარ და გული მისკდება, ისე მეშინია ქართველების, ამ მშიშარა, საზიზღარი ხალხის!", - წერს თავაძე.

სამართალდამცველებმა ორი ქართველი ახალგაზრდის დაჭრისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ირანელმა გოგომ ქართველები აღმაშენებლის გამზირზე გუშინ დაჭრა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ დაზარალებულები ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი.

"ვაზაგაშვილზე, რობაქიძესა გამცემლიძეზეც - ხელისუფლების მიერ მაშინ დახოცილ ხალხზე, შსს ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბანდიტები" - ირაკლი მელაშვილი

"რატომ ევროკავშირი? აი, რაში იხარჯება რიგითი ევროპელების ფული საქართველოში..." - რას წერს "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი

"თქვენც ორკები ხართ, რა გგონიათ?!..." - რას წერს "ფეისბუქზე" რეჟისორი დათა თავაძე