ტენდერი ტუალეტის ქაღალდისთვის ფინანსთა სამინისტროში

ტენდერი ტუალეტის ქაღალდისთვის ფინანსთა სამინისტროში

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ტუალეტის ხელსახოცების შესაძენად ტენდერი 18 დეკემბერს გამოაცხადა. რაზეც 14 190 ლარის დახარჯვას გეგმავს. სატენდერო პირობების მიხედვით, 2200 ცალი უმაღლესი ხარისხის თეთრი ქაღალდი (ექსტრა) უნდა იყოს ორ ფენა, "ფენები შეწებილ მდგომარეობაში, ქაღალდის რულონის სიგანე 20-21 სმ, სიგრძე არანაკლებ 130 მ, წონა არანაკლებ 1.2 კგ. ხელსახოცს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 51 ერთეული სენსორული დისპენსერი, რომელიც უნდა მუშაობდეს როგორც ელემენტებზე, ასევე ელექტროენერგიაზე".

სამინისტრომ 9 900 ლარი ტუალეტის ქაღალდების შესაძენად გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტუალეტის ქაღალდი უნდა იყოს "უმაღლესი ხარისხის, თეთრი (ექსტრა), ორ ფენა, ფენები შეწებილ მდგომარეობაში, ყოველ 11-13 სმ პერფორირებული, ქაღალდის რულონის სიგანე 12.5-13.5 მმ, სიგრძე არანკლებ 21 მეტრი, წონა არანაკლებ 840გრ. ქაღალდს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 74 ერთეული სმარტკლასის მექანიკური დისპენსერი, რომლის შუა ნაწილიდან უნდა გამოვიდეს ქაღალდი."

ამავე დღეს გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერის მიხედვით, სამინისტრო 1600 ლარის ღირებულების 1000 ლიტრი თხევადი საპონის შეძენასაც აპირებს, რომელიც უნდა იყოს "(ექსტრა), 4 ან 5 ლიტრიან ქარხნული დაფასოებით და ხელის დამარბილებელი თვისებით. საპონს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 51 ერთეული მექანიკური დისპენსერი, მოცულობა 250-350 გრ."

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შპს "ვიდიჯი გრუპთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს 3 029 ლარის ღირებულების ტუალეტის ქაღალდები და ხელსახოცები აქვს შეძენილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია