დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა

დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა

ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიმართ ბოლო დროს ინტერესი ერთიორად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ''ნიჭიერის'' შთამბეჭდავი ლაივიდან რამდენიმე კვირა გავიდა, ხატიას გამოსვლაზე დღემდე ბევრი ლაპარაკობს. მუსიკოსი ქალბატონი ფილარმონიაში ლამაზ კაბაში, მაგრამ ბიუსტჰალტერის გარეშე გამოცხადდა. იმავე საღამოს ხატიას ჩაცმულობას სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდი მიუძღვნეს - ''მოაშორეთ ბოთლები ხატიას''.

მოხიბლული მამაკაცები ჟიურის მაგიდაზე მდგარ მინერალური სასმელების ბოთლებს აპროტესტებდნენ. ქალბატონები წერდნენ, რომ მათაც აქვთ კარგი მკერდი, მაგრამ არ ''ამარიაჟებენ''. ზოგიერთმა მათგანმა კი სოლიდარობის ნიშნად ფოტო ბიუსტჰალტერის გარეშე გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა და მას შემდეგ ხატია ''ნიჭიერში'' აღარ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიანისტს საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება არ მოეწონა და შოუ დატოვა, მიზეზად კი კონცერტები დაასახელა.

სიმართლის გასარკვევად შოუს პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას და ჟიურის ერთ-ერთ წევრ გეგა ფალავანდიშვილს ვესაუბრეთ.

- გიორგი, უკვე ორი ლაივკონცერტია, ხატია ბუნიათიშვილი ჟიურიში არ გამოჩენილა. ამბობენ, რომ პიანისტმა პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

- კასტინგების მიმდინარეობისას ხატიასთან მუშაობა ძალიან გაგვიადვილდა, რადგან ჩაწერებს მის ჩამოსვლას ვამთხვევდით. თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა და რამდენიმე კონცერტს ვერ დაესწრებოდა. პროექტი ორშაბათობით გადის და ვერაფერს შევცვლით, ხატიას კი ამ დროს კონცერტები დაემთხვა. ხან იტალიაშია, ხან გერმანიაში. ხატია კიდევ ერთ კონცერტს გამოტოვებს, მაგრამ ფინალში და მანამდე კიდევ ერთ კონცერტზე შემოგვიერთდება. პროექტს ძალიან გულშემატკივრობს. შოუს პარალელურად მესიჯებს ვწერ, როგორ ვითარდება მოვლენები, ვინ გადავიდა შემდეგ ტურში, ჟიურიმ ვინ გადაიყვანა. შემდეგ ჩანაწერს აუცილებლად უყურებს.

- სხვადასხვა პროექტის ჟიურიში უამრავ ვარსკვლავთან გიმუშავიათ, მაგრამ ხატია მაინც მსოფლიოში აღიარებული პიანისტია და არ ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნები თქვენთან მუშაობისას?

- არანაირი მოთხოვნები არ ჰქონია. უცხოეთში, ნებისმიერ მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც დისკები იყიდება, აუცილებლად აღმოაჩენთ ხატიას დისკს, მაგრამ ამის ფონზე ძალიან თავმდაბალი და ჩვეულებრივი გოგონაა. კარგი გოგონა რომ იყო, ვიცოდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ როგორც კლასიკური სამყაროს წარმომადგენელი, მაინც ცხვირაპრეხილი შეხედავდა ტელევიზიას. ცოტა წარმოუდგენელია, ადამიანი შოპენს რომ უკრავს და შემდეგ ისეთ ნომრებზე გადმოერთვება, როგორებიც ''ნიჭიერში'' გვქონია. ზოგი ნომერი აბსურდამდეც ყოფილა მისული (იცინის). არანაირი კომპლექსი და შიში არ აქვს, რას იფიქრებს მასზე ხალხი და როგორ გამოჩნდება, იმდენად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ბოლომდე გადმოერთო ჩვენს ტალღაზე. კასტინგების დროს თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა.

- არც განსაკუთრებული კომფორტი მოუთხოვია?

- არა, კონცერტებს მთელი ოჯახი ესწრებოდა. ხატიას დედ-მამა, და - გვანცა ძალიან კარგი გოგოა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ხატია დილას ხუთ საათზე ჩამოფრენილა და ცხრა საათზე უკვე ჩვენთან ყოფილა ჩაწერაზე. პირად ურთიერთობაშიც იმდენად თბილი და მეგობრულია, რომ აქეთ გვიქმნიდა კომფორტს. ბოლომდე გადმორთული იყო პროექტზე და სხვა რამეზე იმ მომენტში არ ფიქრობდა. პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ: ხატია ბუნიათიშვილის მკერდმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება