აღმოაჩინეს თუ არა ნიკოლოზ ბარათაშვილი ფოტოსურათი

აღმოაჩინეს თუ არა ნიკოლოზ ბარათაშვილი ფოტოსურათი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლარისა შუღლიაშვილი-შენგელაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა.

"როგორც ინფორმაციაში წერია, 60-იან წლებში იპოვეს სურათი, 80-იანში დაწერა კიდეც შუღლიაშვილმა სტატია - ახლა რაზე გაახსენდათ!? შემდეგში დადგინდა კიდეც, რომ ეს არის ლევან ბარათაშვილი. ეს სენსაციებზე ნადირობა ავადმყოფობად იქცა ჩვენთან, თან ფბ-ს სტატუსების განიუსებით. ჟურნალისტი ოდნავ მაინც რომ ვარგოდეს, დაგვირეკავდა ლიტ. მუზეუმში და ვეტყოდით" - ეს სიტყვები კი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ჩვენც სწორედ ბატონ ლაშას და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ლევან თაქთაქიშვილს ვესაუბრეთ.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე:

- გეუბნებით, რომ არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ?! ქართული პრესა თვლის, რომ ფეისბუქის სტატუსებიდან უნდა აიღოს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ქართველი ჟურნალისტების დიდ ნაწილს რომ ხელის განძრევა არ სურს და არც მოაფიქრდება, სადმე რამე გადაამოწმოს. ამდენი ტვინი და უნარი ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობას არ აქვს. სამაგიეროდ ყოველთვის გაცხარებული ეძებენ ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელ სენსაციებს.. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ამ თემას, იცის, რომ ფოტოზე არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი...

თავის დროზე ეს ფოტო დავით შუღლიაშვილმა იპოვა და თუ არ ვცდები, მხოლოდ გვარი - ბარათაშვილი ეწერა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რადგან ფოტო იმდროინდელია...

რამდენიმე ფოტოზე არსებობდა ეჭვი, თითქოს ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რაზეც ძალიან სერიოზული გამოკვლევა ჩაატარა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა - ლევან თაქთაქიშვილმა"

ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი:

- ორივე ფოტო ნიკოლოზ ბარათაშვილის მცდარი ფოტოებია, მათი ისტორია ცნობილია, მე გამოვაქვეყნე. პირველ სურათზე მართლა ბარათაშვილია, მაგრამ არა ნიკოლოზი...

იხილეთ სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს