"სმაილი" გაფართოებას განაგრძობს

"სმაილი" გაფართოებას განაგრძობს

"სმაილი" გაფართოებას განაგრძობს და რიგით მე-14 ფილიალს "თბილისი ცენტრალში" ხსნის. აღნიშნული ობიექტი 2000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც "სმაილმა" 35-ზე მეტი კადრი დაასაქმა.

ახალი ობიექტი სრულიად განსხვავებულია დანარჩენისგან, რაც გულისხმობს ახალ, ინოვაციურ დიზაინს, პროდუქტის განლაგებას, ინტერიერს, რომელიც ორიენტირებულია მთლიანად მომხმარებლის კომფორტზე, რათა ყიდვის პროცესი გაცილებით მარტივი, მოხერხებული და სასიამოვნო გახდეს.

ობიექტი მარკეტის ტიპის სავაჭრო ცენტრია, რომელშიც სალარო ღიაა. ღიაა ასევე მობილური ტელეფონების, ფოტო და ვიდეო აპარატურის, კომპიუტერების და პირადი მოხმარების ტექნიკა. ღია ვიტრინების მთავარი პრინციპი მყიდველსა და ნივთს შორის უშუალო კონტაქტია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი ტექნიკა თავად შეამოწმოს.

"სმაილის" საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აუდიო-ვიდეო, ასევე კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების საცალო ვაჭრობა.

კომპანია ოფიციალური დისტრიბუტორია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: Samsung, Panasonic, Indesit, Hotpoint-Ariston. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით "სმაილი" 14 მაღაზიას აერთიანებს. 

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა