სტალინის დაბადების დღეზე მაია ფანჯიკიძესა და გიორგი ბარამიძეს ლექსი მიუძღვნეს

სტალინის დაბადების დღეზე მაია ფანჯიკიძესა და გიორგი ბარამიძეს ლექსი მიუძღვნეს

21 დეკემბერს კომუნისტური პარტიის "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლებმა და სტალინის მხარდამჭერებმა სტალინის სახლმუზეუმის ეზოში აქცია გამართეს. საბჭოთა კავშირის ლიდერის დაბადების დღეზე კომპარტიის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და პარლამენტარ გიორგი ბარამიძეს ლექსი მიუძღვნეს.

"თქვენს ბაგიდან ხშირად ფეთქავს

შხამი ფერად-ფერადი.

ჯუღაშვილის მოძულენო

"ქაქში" ზიხართ ყელამდი.

დაგელოცოთ ცა და ფუძე

ბაგრატი და გელათი

ვიდრე ისტორიიდან

ვერ წაშალოთ ბელადი.

ერთხელ მაინც ჩაგაფიქრათ?

ლოცვამ ივერთ მხარეო.

როგორც სტალინი გესმოდეთ

ისემც გაიხარეო" - კ/პ "ერთიანი საქართველო", ავთანდილ მარგიანი.

შეკრებილმა მუზეუმის ეზოში სტალინის ძეგლის დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა